top of page

„მტაცებლები“ ქართულ ცაზე

ამის თაობაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობები გაცივდა. ინჯილრიკის საავიაციო ბაზა, რომელიც თურქეთშია განლაგებული და რომელზეც, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თუ სამოქალაქო პირია დასაქმებული, ე. წ. „სირიულ თემებში“ უმნიშვნელოვანს როლს თამაშობდა. მანამდეც, მის ფუნქიცებში „უდაბნოს ქარიშხალი“-ს და სხვა ამერიკული ოპერაციების საჰაერო მხარდაჭერაც შედიოდა. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაზე დიდი როლი მას სწორედ ასადის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჰქონდა.

განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, ვიდრე აშშ-ის და მოკავშირეთა ხომალდები ხმელთაშუა ზღვაზე განლაგდნენ, ვიდრე არ გადაწყდა მე-2 ფლოტის აღდგენა... დღეს, სირიული ბატალიები ერთგვარ პასიურ ფაზაშია - თითქოს მხარეებმა მცირე პაუზა აიღეს, მაგრამ ეს და სხვა საკითებიც, აქაც და ყველა სხვა შემთხვევაშიც, იხილება ერთ დიდ თარგზე აკემსვით, ასე რომ ჩემს მიერ მანამდე გამოთქმული აზრი, რომ ახლა კავკასიური თემა გახლავთ უფრო წინ, არც თუ უსაფუძვლო იყო. ამას, მარილად, ბოლტონის ვიზიტი, საერთაშორისო წვრთნები და ახლა კიდევ, ეს დაემატა - სამხედრო-საავიაციო ბაზა ვაზიანში? საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის წინაშე მდგარი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი, სწრედ ჩვენს ირგვლივაა თავმოყრილი, გასაოცარიც ბევრი არაფერი დაგვრჩება. ვაზიანის აეროპორტს ავღანეთიდან სამხედრო ტვირთებისა თუ სხვა გადაზიდვების მიღების გამოცდილება აქვს, თუმცა აქ არ შეიძლება იყოს საუბარი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე - მოდერნიზაცია გარდაუვალი აუცილებლობაა. გადაიარაღების მასშტაბებზე ახლა საუბარი ნაადრევია, თუმცა ის, რაც იქ იქნება, იქნება სუპერთანამედროვე. და მართლაც, სულ ახლახანს, ამერიკის სატრანსპორტო შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი #სტივლიონსი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია შეთანხმდნენ, რომ ვაზიანის აეროპორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა განახლდება. ანალოგიური იყო საქართველოს პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრის შედეგიც.

მართლაია ბახტაძემ ეს ყველაფერი შიდა და საერთაშორისო სამხედრო წვრთნების კონტექსტს დაუკავშირა (ცხადია, არც უამისობაა), მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო ბუნდოვანებისთვის ითქვა, ვიდრე ამ პოლიტიკოსის სინედლის გამო. ამავე „მოტივით“, იზორია აცხადებს, რომ ახალი აეროდრომი NATO-საქართველოს კომისიის იმ გადაწყვეტილებათა კონტექსტში ჯდება, რომელიც გულისხმობს საქართველოში მზადყოფნის ახალი ცენტრის შექმნას. ამ „ყველაზე ამბიციური“ ქართულ-ამერიკული პროექტის ფარგლებში, მზადების პირველი გამოშვება უკვე მწყობრშია. ზოგადად, გეგმა საქართველოს თავდაცვისუნარიონობის ამაღლებას ითვალისწინებს და რამდენიმეწლიანია. agenda წერს, რომ შეთანხმების მიხედვით, აუცილებელი ხარჯები დაიფარება როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ბიუჯეტიდან, თუმცა დეტალებზე არავინ საუბრობს.


 
 
 

Komentáře


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page