top of page

ნახტომამდე შეძახილი „ჰოპ!“ - ერდოღანი სტამბოლსაც კარგავს!

საქართველოს სამხრეთ მეზობელი, შესაძლოა, გზაგასაყარზე ჯერ არ დგას, მაგრამ უთუოდ მიადგება მას - უკან დასახევი გზა არაა - ყველა ხიდი ან იწვის, ან უკვე ფერფლადაა ქცეული. არჩევნების მიმდინარეობას, არც ისე აქტიურად ვადევნებდი თვალს და ამდენად, ვერ გეტყვით, ელოდა თუ არა ვინმე იმ შედეგს, რომელიც ერდოღანის პარტაიმ თურქეთის დედაქალაქში აჩვენა, მაგრამ ფაქტია, ეს მოხდა - ერდოღანმა ანკარა წააგო.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ შესავალი იყო - თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარის, სადი გუვენმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი მარცხდება სტამბოლშიც - ეს კი, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მარცხი ანკარაში.

მისივე თქმით, ამჟამად დათვლილია 31 102 საარჩევნო ყუთის მონაცემი, სხვაობა 28.000 ხმაა და დასათვლელად დარჩენილმა 84 ყუთმა, საეჭვოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ თურქეთის უდიდესი ქალაქის მერი ოპოზიციის კანდიდატი გახდება.

თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციის თქმით, ამჟამად დათვლილია 31 102 საარჩევნო ყუთის ბიულეტენები. დარჩენილია 84 საარჩევნო ყუთის მონაცემები. შესაბამისად, დიდი ალბათობით, თურქეთის უდიდესი ქალაქის მერი ოპოზიციის კანდიდატი გახდება.

ცხადია, ყველას აქვს უფლება თვლიდეს, რომ ეს ასე არაა, მაგრამ მე იმათ რიცხვში ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ გადანათლული კონსტანტინეპოლი, ქვეყნის მთავარი ქალაქია და არა იმიტომ, რომ ადგილმდებრეობა უწყობს ხელს, არამედ იმიტომ, რომ თურქეთშიც ყველამ იცის, რომ ეს კონსტანტინეს ქალაქია და ყველა დანარჩენსაც მოგვეხსენება, რომ ეგ სტამბოლი არაა. შემდგომი ჩახლართვების გარეშე - თუ ანკარაში მარცხი საგანგაშო სიგნალი იყო, მარცხი სტამბოლში დასასრულის დასაწყისია. ცხდია, არავინ ელოდა, რომ ერდოღანი, თავისი გაურკვეველი სამხედრო-პოლიტიკურ მანევრებით, დიდი ხნით დარჩებოდა ქვეყნის ხელისუფლებაში. მისი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიაში უკვე შეინიშნება „ფრაქციები“, რომლებიც ახალ ლიდერზე ჩურჩულებენ. არცაა გასაკვირი - როდესაც ურთიერთობებს იფუჭებ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და საეჭვო კაშირებს აბამ სისხლიან კრემლთან; როდესაც ქურთული საკითხი კვლავაც დამოკლე მახვილიით ჰკიდია შენს თავზე და ძალი არაფრისა გაქვს, შედეგი ლოგიკურია. შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებით, თურქმა ამომრჩეველმა მერები და საქალაქო საბჭოთა წევრები, უბნების რწმუნებულები (მუხთარები) და უხუცესთა საბჭოს წევრები ხუთი წლის ვადით უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ესაა პირველი ადგილობრივი არჩევნები, რომელიც თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლისა და ერდოღანის ხელში უპრეცენდენტოდ დიდი ძალაუფლების თავმოყრის პირობებში ჩატარდა.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page