ნელი მოქმედების შხამი
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 15, 2018
- 2 min read
Updated: Feb 10, 2019
იმედია, ვაშაძე ხვდება, რომ მიუხედავად მგზნებარე მოწოდებისა, არც საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგება და არც ეს ინდივიდი. ვერ ვიტყვი, რომ 2015 წელს, როდესაც ამ მოქალაქის გადაწყვეტილებით საქართველო ჰააგიდან გამოიქცა, ხმა არავინ ამოიღო, მაგრამ სახელმწიფო ინტერესთა ღალატის ამ მასშტაბის შედეგებს, ალბათ არავინ ელოდა.

საბოლოო ჯამში, თუ კი მეტაფორას მოვიხმართ, ეს აღმოჩნდა მომწავლელი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ნელა, თუმცა შეუქცევადად ერთი ფინალით. წინასაფინალო სცენა კი ასე გამოიყურება: დღეს საუბარი აღარაა იმაზე თუ ვინ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, პროვოკაციები და საერთოდ, ომი. ვინ ჩაიდინა გაუგონარი სიმხეცე, ვინ მოროდიორობდა..ვისაც სინამდვილეში უნდა ასამართლებდნენ, ის ჩივის.
იმ ქალბატონი პროკურორის ხელში, რომელიც თბილისშიც ბრძანდებოდა, ახლა არის საქმე, სადაც რუსეთი, სეპარატისტები და რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენს სამხედროებს მკველობებსა და მშვიდოებიანი მოსახლეობისადმი გამოვლენილ სისასტიკეს აბრალებენ.
როგორც მითხრეს, ჰააგიდან მოვლენილ გამომძიებლებს, რომლებიც მას მერე ჩაერთნენ საქმეში, რაც წულუკიანმა ჩვენს სახელწმიფოს „ხელები დაბანა“, გადასცეს ქართული მოსახლეობის რამდენიმე ათასი წარმომადგენლის ჩვენება, თუმცა ახლა, ჩემთვის, ცოტა არ იყოს და რთულია დადგენა, ერთვის თუ არა ეს დოკუმენტები საქმეს. წულუკიანის ბეჯითი განმარტებები, აქ საქმე ომის დაწყება-არდაწყებას კი არა, სამხედროთა მიერ ჩაადენილ სავარაუდო დანაშაულს ეხებაო, კიდევ ცალკე უბედურება იყო, მეორე რომ არ დაეყოლებინა - არ გამოვრციხავ, ჩვენს სამხედროებს გალიამ მოუწიოთო. (მაინც მაგარია არა თეა? - ეგრევე მიხვდა!) რა გამოდის, ჩვენებები, რომელიც რუსებისა და სეპარატისტების სიმხეცეს ხდის ფარდას, ჰააგამდე არც ჩასულა?ერთი სიტყვით, საქართველო დაახლოებით იმ როლშია, როგორშიც ვალიკო გახლდათ („მიმინო“), რომელსაც, იმედად, სომეხი თანამეინახის ჩვენებაღა ჰქონდა და სწორედ იმან დაღუპა ლამის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დღე, რომლის საინფორმაციო გამოშვებაც ქართველი სამხედროების დაპატიმრებითა და ექსტრადიციის ამბით იწყება? სცადეთ, ეგებ შეძლოთ, ყოველ შემთვევაში, წულუკიანმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ეს დღე დადგეს. ახლა უკვე ნათელია, თუ რა არის ის „ხელშეუხებლობის გარანტია“ რომელიც ამ მინისტრს უმაგრებდა სავარძელს - ეს რუსეთისთვის სილის გაწნა გამოდიოდა და ამიტომაც, „კარუსელი“ ტრიალებდა, პრემიერმინისტრები მწიფე თუთასავით ცვიოდნენ, ხოლო წულუკიანი, გეგონება ბილეთებს ყიდისო, უძრავად იდგა (თუ იჯდა). საერთოდ, როგორ მოხვდნენ ეს და ოლიგარქი ერთ ნავში? მანამდე ჰქონდათ ურთიერთობა და საქართველოს ნათელ მომავალზე მუსაიფში აქვთ ღამეები ნათევი, თუ ბიძინას რაღაც სია გადასცეს და იქ ეწერა. უმნიშვნელოა - თემიდანაც მივყავართ და რეალურად, აღარცაა საინტერესო. ფაქტია - წულუკიანს ვერ ეხებოდნენ. ბუნებრივია, წარმოდგენა არ მაქვს რას გეგმავენ ე. წ. კოჰაბიტაციის კონტექსტში ისინი, ვინც ადრე თუ გვიან „ოცნებას“ გააძევებს, მაგრამ ამის პატიება არ იქნება!
Comments