top of page

ნიანდერტალური მემკვიდრეობა

Updated: Apr 16, 2019

ართრიტი გაწუხებთ? ან, იქნებ გააფრინეთ?

ამის მიზეზი ამ გადაშენებული სახეობის გენიაო, ამტკიცებენ.

ახლახანს გამოცხადდა, რომ ნიადერტალელის გენეტიკის მეორე და ბევრად სრულფასოვანი შესწავლა დასრულდა. კვლევა 52.000 წლის ქალის ჩონჩხს ჩაუტარდა. ის ხორვატიაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს. სხვა ნიმუშების და თანამედროვე ადამიანის გენომის შედარებითი ანალიზის საფუძველზე, გაკეთდა დასკვნა, რომ მათი გენეტიკური ხაზის ელემენტები, ჩვენშიც ფიგურირებს და მეტიც - ახლაც ახდენს ჩვენზე გავლენას.



მაგალითდ, ჟურნალ Science-ს ფურცლებზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითც თანამედროვე ევრაზიელი ადამიანის გენეტიკის 1.8-2.1 % ნიანდერტალური წარმოშობისაა. ამავე შრომაში მითითებულია, რომ ამ „ახალი“ ნიანდერტალური გენომის ზოგიერთი თვისება, თანამედროვე ადამიანისას შეესაბამება და სწორედ ესაა, რაც ჩვენში იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, ართრიტი, ჭარბი ქოლესტერინი, შიზოფრენია.. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამას ყველა მეცნიერი უაპელაციოდ არ იზიარებს. ლაიპციგის მარკ პლანტის სახელობის ევოლუციური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერი, ქეი პრიუფერი თავშეკავებულ სკეპტიციმზს ავლენს და აცხადებს, რომ ეს იდენტურობანი თუ დამთხვევები, მხოლოდ ამგვარ დაავადებათა წარმოქმნის შესაძლებლობას ჰქმნის (ან ზრდის) და არ წარმოადგენს გარდაუვალობას. ერთი სიტყვით, კვლევა-ძიება გრძელდება და საბოლოოდ რა დადგინდება, კაცმა არ იცის. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს სახობა არსებობდა, გაქრა და ამ უეცარი გაქრობის მანამდე წარმოდგენილი დასაბუთებები, ჯერ კიდევ ჰიპოთეტურ ნიშან-თვისებებს ატარებს .


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page