top of page

ნიკოლოზმა, კარენა..

Updated: Feb 26, 2019

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირში ჩაერთო და 1/8 ფინალში, მე-11 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვის გაგდებით გავიდა. იქ მისი მეტოქე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუსტასა და ინდოელ რამკუმან რამანათანს უნდა გაერკვიათ - ნიკოლოზს, ესპანელი ხვდება.

ree

აღსანიშნავია, რომ ეს მეოთხე შეხვედრა იყო, რომელიც ჩვენებურს ხაჩანოვთან ჰქონდა ჩატარებული და მათგან, ბოლო ორი ნიკოლოზის მარცხით დასრულდა. ასე რომ, ეს პირად რევნაშიც გახლდათ. რამდენიმე საათში კი ნიკა წყვილთა ტურნირშიც ჩაება და ავსტრიელ ებდენთან ერთად, 1/4 ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიციული, ATP-500 კატეგორიის ტურნირია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page