ომის ბილეთი
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 24, 2019
- 1 min read
Update: უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა
ორკეთის ოფიციალური წყაროებით, ახლახანს გავრცელდა დოკუმენტი, პუტინის განკარგულება, რომელიც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის პირველივე პუნქტში ვკითულობთ:
...постоянно проживающие на территориях отдельных районов Донецкой и Луганской областей Украины

როგორც ჩანს, ეს უკავშირდება სეპარატისტული რეგიონების იმ ნაწილს, რომელიც ან არ, ან ბოლომდე არ ექვემდებარება კრემლის გავლენას. ყოფილი სსრკ-ის მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის პასპორტის ზედმეტი „ვალაკიტის“ გარეშე მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, პუტინს ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში აქვს მიღებული. ამ პასპორტიზაციის მიზნებისა და შედეგების შესახებ საქართველოში არავის ესწავლება - ვიწვნიეთ. სხვაობა მხოლოდ ვადებშია - ახალი რეჟიმი ყველაფრის დასრულების უკიდურეს ვადად, 3 თვეს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ესაა იმ დოქტრინის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი იტოვებს უფლებას ყველა გზით და, მათ შორის, იარაღითაც დაიცვას საკუთარი მოქალაქეები - სადაც უნდა იდგეს ამის საჭიროება. ახლა, ამ კონკრეტულ ვითარებაში, ეს ჰგავს საკუთარი ქმედებებისთვის რაღაც ლეგიტიმურობის მინიჭების მცდელობას. ცხადია, ეს ფორმალობაა და რეალურად, ორკეთის თავხედ ლიდერს ქმედებებისთვის ეს არ ჭირდება, მაგრამ იმპერია მაინც ცდილობს დაიცვას რაღაც წესები - გარეგნულად, ცხადია. და ამაზე მეტყველებს ის ცინიკური პასაჟიც, რომელიც დოკუმენტს აღწერით ნაწილში ახლავს:
„В целях защиты прав и свобод человека и гражданина, руководствуясь общепризнанными принципами и нормами международного права..“
Comentários