ორბორბლიანი აკუმულატორი
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 6, 2018
- 1 min read
ელექტრობაიკთან დაკავშირებით, Harley-Davidson ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2014 წელს მოხვდა, როდესაც კომცეპტუალური მოდელი, Lifewire წარმოადგინა, მაგრამ აჟიოტაჟი მალევე ჩაცხრა და კომპანიაც, ამასთან დაკავშიბით აღარაფერს აცხადებდა.

მთელმა ამ წლება, სფეროს ლიდერებთან ჭიდილში განვლო - Zero და Energica იოლი მეტოქეები არასოდეს იყვნენ.
და აი, წინა კვირაში იტალიაში, კერძოდ კი მილანში გამართულ შოუზე (მოტოციკლების მსოფლიო გამოფენა - EICMA), როგორც იქნა კომპანიამ ამასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა და ახალი მოდელიც წარმოადგინა - ის მნიშვნელოვნად წააგავს მანამდე ნანახ კონცეპტს, თუმცა რიგი დეტალების დამატებამ, მას უფქრო სრული, სავსე და ე. წ. საქალაქო, ქუჩისათვის დამახასიათებელი კონტურები შესძინა.
Harley რამდენიმე სპეციფიკაციის წარმოებას გეგმავს, თუმცა ყოველ მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი ექნებათ - ძრავი, ალიუმინის ჩარჩოსთან ერთად, მთლიანი შასის სტუქტურული შემადგენელი ნაწილი იქნება.
ენერგედამგროვებლის, ანუ აკუმულიატორის სახეობასთან დაკავშირებით, არაფერი ითქვა, თუმცა გავრცელებული ფოტოებით, შეიძლება დადგინდეს, რომ ახალ ბაიკს სწრაფი დამუხტვის CSS Combo უდგას.
თავიდან Lifewear 53 კილომეტრზე იყო გათვლილი. თუმცა. შეჯიბრი მანძილის დიაპაზონს 70-130 კილომეტრით განსაზღვრავს და თუ კი Harley-ს კონკურენტურანიანი მოდელის წარმოება სურს, rაღაც მიახლოვებული მაინც უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური დილერები, რომლებიც ახალ მოტოციკლს ბაზარზე გაიტანენ, მყიდველს სწრაფი დამუხტვის სადგურებსაც შესთავაზებენ იმ შემთვევისთვის, თუ კი მფლობელს დიდ მანძილებზე გადაადგილება განუზღახავს.
Comments