top of page

ორი ძროხის სისტემა

ცხადია, ქვემოთ მოყვანილი ტექსტი იუმორისტულია და არა სერიოზული ანალიზის შედეგი, თუმცა, სამართლიანი იქნება, თუ კი აღვნიშნავ, რომ მასში გარკვეული სიმპტომატიკა ნაღდად შეინიშნება და, შესაძლოა, დაგაფიქროს კიდეც კაცი.

ეს კარგი იუმორისათვის დამახასიათებელი თვისებაა.

ree

მაშ ასე, რა ვიცით სხვა და სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემათა შესახებ, თუ კი მას 2 ძროხის მეთოდით „გადავხარშავთ„?

ფეოდალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. ფეოდალს რძის ნაწარმის წილი მიაქვს.

სოციალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ, საიდანაც ერთს, აძლევთ მეზობელს.

კომუნიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ და ორივე სახელმწიფოს მიჰყავს. თქვენ გაძლევენ ცოტა რძის პროდუქტს.

ტოტალიტარიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. სახელმწიფო ორივეს გართმევთ, ხოლო თქვენ ჯარში გიწვევენ.

დიქტატურა: თქვენ ორი ძროხა გყავთ. სახელმწიფო ორივეს გართმევთ და ვინაიდან რძის პროდუქტებზე აკრძალვა დაწესდა, თქვენ გხვრეტენ.

კლასიკური კაპიტალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. ერთს ყიდით, რათა იყიდოთ ხარი. თქვენი ჯოგი მრავლდება, ეკონომიკა ყვავის. თქვენ ყიდით ჯოგს და მიღებული თანხით, იწყობთ უზრუნველ საპენსიო ასაკს.

კაპიტალიზმი ამერიკულად: თქვენ ორი ძროხა გყავთ. ერთს დაკლავთ, ხოლო მეორეს აიძულებთ სამმაგი სარგებელი მოგცეთ. შემდეგ ქირაობთ კონსულტატს, რათა დაადგინოთ, თუ რატომ გაფშიკა ძროხამ ფეხები.

კაპიტალიზმი ფრანგულად: თქვენ ორი ძროხა გყავთ. აწყობთ გაფიცვას, ქუჩის არეულობებსა და უწესრიგობას, რადგან გსურთ გყავდეთ სამი ძროხა

კაპიტალიზმი იტალიურად: თქვენ ორი ძროხა გყავთ, თუმცა წარმოდგენა არ გაქვთ სად იმყოფებიან ისინი. ამიტომ სადილად წასვლა გადაწყვიტეთ.

კაპიტალიზმი ესპანურად: თქვენ გყავთ ორი ხარი. გადაწყვეტთ მოაწყოთ კორიდა, ორივე ხარს სიცოცხლეს ასალმებთ... შემდეგ ყველაფერს ფეხებზე იკიდებთ, რადგან სიესტა მოახლოვდა

სოროსის კაპიტალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ. სიდედრზე გაფორმებული კრედიტის ხარჯზე, რომელიც ბრიუსელის ერთ-ერთი ბანკიდან აიღეთ, სამი ძროხის მიყიდვის ხელშეკრულებას აფორმებთ თქვენსავე შექმნილ შვილობილ კომპანიაზე, რომელიც სადღაც ოფშორში დაარეგისტრირეთ. შემდეგ, მისგან უკვე 4 ძროხას ყიდულობთ ამერიკელი შუამავლის მეშვეობით, რომელიც გადასახედებისგან თავის არიდების მიზით, სასაჩუქრე სერტიფიკატს აფორმებს.

ევროსუბსიდიებს, რომელსაც 6 ძროხის მიერ წარმოებული რძისთვის იღებთ, შვილობილ კომპანიაში აბანდებთ. წლიურ ანგარიშში აფიქსირებთ, რომ გყავთ 8 ძროხა, ხოლო მას შემდეგ, რაც აუდიტორული შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ძროხებისა არა გაგეგებათ რა, გაოცებას ვერ მალავთ და იფიცებთ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, რატომ არის თქვენი ბოსელი ცარიელი.

კაპიტალიზმი შვეიცარიულად: თქვენ 5000 ძროხა გყავთ, თუმცა მათგან თავად თქვენ, არც ერთი გეკუთვნით. მიუხედავად ამისა, თქვენ წველით მათ და მეტიც, ფულსაც კი იღებთ მეპატრონეთაგან, რადგან უვლით მათ საქონელს.

კაპიტალიზმი ინდურად: თქვენ ორი ძროხა გყავთ და ორივეზე ლოცულობთ.

კაპიტალიზმი ინგლისურად: თქვენ ორი ძროხა გყავთ და ორივე ცოფიანი.

ერაყის კაპიტალიზმი: ირგვლივ, ყველა ფიქრობს, რომ თქვენს მფლობელობაში უამრავი ძროხაა. თქვენ ყველას არწმუნებთ, რომ საერთოდ არ გყავთ ძროხა, თუმცა არავინ გიჯერებთ, გბომბავენ და საბოლოოდ, თქვენი ქვეყნის ოკუპაციას ახორციელებენ. შედეგად, თქვენ არც ამის მერე გყავთ ძროხები, მაგრამ დემოკრატიის ნაწილად, თავს აშკარად გრძნობთ.

პაკისტანური კაპიტალიზმი: თქვენ არასოდეს გყოლიათ ძროხა და არც ახლა გყავთ, თუმცა მთელი გულით გჯერათ, რომ ინდოეთის ყველა ძროხა - თქვენია.

ახალზელანდიური კაპიტალიზმი:თქვენ ორი ძროხა გყავთ და მარცხენა, საოცრად სექსუალურად გამოიყურება.

ავსტრალიური კაპიტალიზმი: თქვენ ორი ძროხა გყავთ და საქმეები კარგად მიდის. კეტავთ ოფისს და ახლომდებარე პაბისკენ მიემართებით, რათა ეს წარმატება რამდენიმე კათხა ლუდით აღნიშნოთ.

სურრელისტური კაპიტალიზმი: თქვენ ორი ჟირაფი გყავთ. ორივეს სახელმწიფო გართმევთ, ხოლო თქვენ გაიძულებენ სალამურის წრეზე იაროთ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page