ორკები აფრიკაში
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 18, 2019
- 1 min read
ეს ცნობა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა აქტუალობა არ დაუკარგავს - უფრო პირიქით. საერთოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ჩვენთვის, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წილის შემტანთათვის, ისედაც საინტერესოა, ვინაიდან იქ საერთაშორისო მისიაში ჩვენი სამხედროები მსახურობენ, მაგრამ ის, რაც აშშ-ის აფრიკული სარდლობის მეთაურობის ახალმა კანდიდატმა, სტივენ თაუნსენდმა განაცხადა, ჩვენს ინტერესს ზრდის და არა მხოლოდ ჩვენსას. მისი თმით, ავადცნობილი რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერი“ ცხელ წერტილში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში - მაღალი კლასის ოფიცრები ინსტრუქტაჟს ეწევიან, დაქირავებული მებრძოლები კი ძალისხმევას არ აკლებენ, რათა განახორციელონ პუტინის გეგმა და რუსეთს, აფრიკაში გავლენის სივრცეები დაუბრუნონ.
ანუ, პოტენციურად (და ალბათ უკვე რეალურადაც), ყველა ეს ძალა უკვე არის ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოწინააღმდეგე.

საერთოდ, ეს აურზაური, რასაც, პირობითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის „ქეისი“ ჰქვია, დიდ ჩახლართული ამბავია, ხოლო ცუდი სუნი, რომელიც ამ ყველაფერს ასდის, სულაც არაა გასაკვირი, თუ კი იქ რუსი ჭაჭანებს. და მით უფრო თუ კი ეს რუსი, „დამატებით“, კიდევ პუტინის გეგმის რეალიზებითაა დაკავებული. გარდა ამისა, გათვალისწინებით ზოგადად, მთელს პლანეტაზე მიმდინარე პროცესებისა, და იმისა, რომ ეს ქვეყანა რიგი ძვირფასი ელემენტებითაა მდიდარი (ურანი), საკითხი კიდევ უფრო სერიოზული ხდება.
Comments