გორჯისტანის გაერთიანებულ საემისროში
- კოტე ნიშნიანიძე
- May 2, 2019
- 4 min read
Updated: May 3, 2019
ამ PhotoArt-ში, არაფერია შემთხვევითი - არც ფონად მდგარი წითელი დირექტორი თოფაძე, არც მისი გვერდის დამამშვენებელი, გარიყული ბესელია, რომელიც რა ნავშიც უნდა ჩასვა, მაინც იმად დარჩება, რასაც წარმოადგენს;
არც „რუსთავი 2“-ის ლოგოთი აღნიშნული მიკროფონი და, ცხადია, არც ზურაბიშვილი, მთელი თავისი „მშვენიერებით“.
არ ვიცი, განიხილება თუ არა მასთან ამგვარი შესაძლებლობა, მაგრამ მას თუ პროცესებში იმის მსგავსი როლის შესრულება მაინც წადია, რა როლსაც ირგებს და არ უხდება, ახლა აქვს შანსი - ვეტო!
თანაც, ბიძინა გაბუტვია და ამანაც, აღარ ათხოვოს ბურთი..
და იდგეს ისიც მოედანზე - უბურთოდ და მურუსიძიანად.

შესაძლებელია?
ჩემი აზრით, თუ კი რამ დანამდვილებითაა შესაძლებელი, ეს გახლავთ სალომესთან ამ თემის ირგვლივ საუბრის მაღალი ალბათობა. ეს, შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი - დაწყებული უბრალოდ, ასეთი შესაძლებლობის აღნიშვნით, ხსენებით და დასრულებული კონკრეტული სამოქმედო გეგმით. ანუ, როგორც მინიმუმ, თემა გაიარეს, ხოლო რა გადაწყვიტეს, გამოჩნდება. ვინ? - არ მკითხოთ. - წარმოდგენა არ მაქვს. ეს, რეალურად, არაფრისმომცემია, რადგან ზურაბიშვილის ვეტო დაიძლევა.
დაიძლევა?
და ფეხებზე არა ჰკიდია როო? თუ ოდნავ მაინც ამოვიცანი მისი პიროვნება, ის პოლიტიკურ კრიზისს ან მას მიმსგავსებულ პროცეს შექმნის მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა ხანი იყოს რაღაცის ცენტრში.
აბა, აქ არ დაგინახოთო, ტრამპმა და.. მოსკოვშიც არ უხმობენ, მგონი. წინა თვეში, ერთი კვირა ვიძახე: „წადი! წადი!“, მაგრამ ცხადია არ ველოდი, რომ ამის გამო, ზურაბიშვილი ესოდენ ნანატრ თანამდებობას დატოვებდა. მერე, აღმოჩნდა, რომ ამ მოთხოვნით, მავანთა პოლიტიკურ თამაშში ვარ ჩართული, რაც დიდად არ მხიბლავს - პოზიცია ჯანსაღიც რომ იყოს, პარტიები ჩემს ნდობას თითქმის აღარ იმსახურებენ და მე, პას. და ვინაიდან ჩასაფრებულიც არ ვარ, ეს იმპროვიზირებული კამპანია შევწვყვიტე, რასაც, ცხადია, ჩემს დამოკიდებულებაზე არც გავლენა მოუხდენია და არც რაიმე უწინდელი გავლენით იყო ნაკარნახევი - არ მჯერა მისი და ვთვლი რომ უნდა წავიდეს.
მაგრამ მაცალა ზურაბიშივლმა? რომ იტყვიან, სიუხვის რქა გადმოაპირქვავა და ჩამოაპნია მარგალიტები.
სიმართლე გითხრათ, მისი პოლიტიკური არსის შესახებ, შეხედულება დიდი ხანია ჩამომიყალიბდა. ფაქტმა, რომ ერთადერთი, რაც რუსეთს ჰააგის სასამართლოში ხელთ ეპყრა, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მემუარები თუ რელაცია იყო, ეჭვები საბოლოოდ გაფანტა, მაგრამ როგორც კი „გორჯესტანი გაერთიანებული საემისროში“ ნომერ პირველ კანდიდატად იქცა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ეს პირველი ტურის შედეგებმაც ცხადჰყო - ვერ გაიმარჯვა, რაც ქართველი ხალხის განაჩენი თუ არა, მის მიერ დადგენილი დიაზგნოზი, ნამდვილად გახლდათ. ყველაფერი, რაც ამის შემდგომ მის თავს და ჩვენს ცხოვრებაში მოხდა, მხოლოდ იმითაა განსხვავებული, რომ ახლა ანტიქართულსა და პრორუსულს, უკვე არა საგარეო საქმეთა ნამისნისტრალი, არამედ პრეზიდენტი ასრულებს. არა შეაფრვით, არამედ ღიად.
„რუსთავი 2“ ის ტელეკომპანიაა, რომელმაც, თუ გახსოვთ, ერთხელაც ადგა და შეძახა: „ახალი ამბები კეთდება აქ!“
მერე, კი იწიკვინა „იმედმა“.. „ახალი ამბები არის აქ!“-ო, მაგრამ ყოფილიყო და ახლაც, იყოს რა - თუ კი კეთდება სხვაგან, და რახან კეთდება სხვაგან.. და როგორიც კერთდება სხვაგან, ღირებულიც ისაა.
ხოლო მდევრის როლი თუ ხიბლავს ვინმეს, კურდღელს გაედევნოს, ოღონდ ერთს, ასე ჯობს - კაცობრიული გამოცდილება გვასწავლის. რა დასამალია: „რუსთავი 2“ ქმნის თემებს და მერე, მთელი მოსახლეობა ადევნებს თვალყურს, თუ რომელ პოლიტიკოსს ან რომელ მედიასაშუალებას რა რეაქცია აქვს. თავად „გამომგონებელი“ კი, იმავე საღამოს თუ არა, მეორე დღეს უთუოდ, გულუბრყვილო სახით მოგვითხრობს, რომ ნახეთ რა ხდებაო.. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ახლა, აი, კონკრეტულად ახლა, „რუსთავი 2“ ზურაბიშვილის ამერიკულ ვიზიტს არა თუ შლის (ვინაიდან ისედაც ჩაშლილია), მოსავს გაწნულისთვის დამახასიათებელი სიმწარით - როდესაც ლოყაც იწვის, მაგრამ ხელისგულიც. ისე, აკი არც ის გამოირიცხა, რომ ვიზიტი უკვე მანამდე ჩაიშალა და ის ტრამპის ანტიბაიდენური სტატუსების ფრიალი, სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა ბოლო გაბრძოლება, რომ ეგებ ოვალურში შეახედონ მაინც.
არ გეგონოთ სტრატეგიულ პარტნიორთან საჭირბოროტო საკითხების განხილვა და ეგეთები ეწადოს.
მას ხომ ეს საქართველო, მისი ეს და ასეთი პრეზიდენტობა და საერთოდ, ყველაფერი სურს მხოლოდ საკუთარი „მე“-ს სამსხვერპლოზე დასაკლავად. მაგრამ ოვალურისა რა გითხრათ და ფრთხილად იყოს, რვა კვადრატში არ აღმოჩნდეს. მოკლედ, უარი სტკიცეს და ესეც, გამოხტა - რა ამერიკული ბაზა, ხომ არ გადაირიეთო. „გაპრავების“! ოსტატები, ამგვარი ტექსტით უკვე მოაჭენებენ: საქართველოში უნდა იდგეს მხოლოდ ქართული არმიის ბაზა და რომ მიგვიღებენ NATO-ში, ეს ავტომატურად გახდება NATO-ს ბაზა. აგაშენა ღმერთმა - ეგ ეგრეა, მაგრამ NATO მხოლოდ ამერიკა არაა და არც მხოლოდ ბალტია და აღმოსავლეთევრეპელები. საბოლოოდ, ეს მაინც გარდაუვალია - საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, მაგრამ, მაგალითად, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზა, რომელიც სახელწმიფოთაშორისი ხელშეკრულებით განლაგდება და დროც დათქმული იქნება, სულ ცოტა რამდენიმე ასეულ დასაქმებულს ნიშნავს, სასწავლო ცენტრს ნიშნავს..
და რაც მთავარია, უსაფრთხო ცას ნიშნავს და სალომე ამას ვერ ჩაშლის. მოკლედ, მე ამას არ ვჭამ და ისევ ასფალტი ხომ არ ვჭამო? და ჰო, ამ გახსენებაზე.. რამდენიც უნდა იძახოს კალაძემ, ნუ გვაიგივებთო, ერთი გურული ანეკდოტის ფინალი, მაინც ჯიუტად დგას - მე დევიწყე თუ?! ვეტოს მივუბრუნდეთ. წავა სალომე ამაზე თუ არა, დღესვე უნდა გაირკვეს - უკიდურესი ვადაა. მხარდაჭერა თუ არა, ოპოზიციიდან კვერის დაკვრა ექნება. ასე რომ, ეული რაინდის როლი არ ემუქრება. მოკლედ, დღეს უნდა გაირკვეს და ცხადია, პოლიტიკური ძალები ამ თუ იმ გადაწყვეტილებას ელიან. ვეჭვობ რაიმე კულუარულ მოთათბირებებს ჰქონდეს ადგილი - მაქსიმუმ კონტაქტის დაფიქსირება და ესეც, სათუო. მხოლოდ ამ მოლოდინით შეიძლება აიხსნას „ევროპელების“ პასიურობა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამ არაფრისა და არავის ნების გამომხატველი პარლამენტის დაშლის შანსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ და უარი პროცესის შიგნიდან გაჯანსაღების საწებლით შემოგვაჩეჩეს, კიდევ გაჩნდა და ჯანდაბას, ბესელიამაც იზეიმოს - მისთვის გამზადებულ პოლიტიკურ ფინალს, მაინც ვერ გადაურჩება. და ის სწორედ ახალი არჩევნების შემდეგ შეიძლება დადგეს. დადგენილ ვადაში, ანუ 2020 წელს ეს პარლამენტი მაინც ვერ მიაღწევს.. უბრალოდ ჩამოიშლება. თუ არა და, მაშინ უკვე „საპარლამენტო რევოლუციას“ უნდა დაველოდოთ - გადაყენებული კობახიძე, ახალი კოალიციური უმრავლესობა, ახალი დროებითი კოალიციური მთავრობა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და თვითდაშლა. სალომე, სუფთად ფორმალურად, აქაც საჭიროა, მაგრამ ეს თუ მოხდა, რა სალომე, რის სალომე? ერთი სიტყვით, მისთვის, მისი ზემოხსენებული მისწრაფებებისა და ამოცანების გათვალისწინებით, ხელსაყრელია ყველაფერი, რაც საქართველოს „გორჯისტანის გაერთიანებულ საემისრო“-დ დატოვებს.
თუ საქმეს დაჭირდა, წითელი დირექტორები მუდამ მზად არიან უპასუხონ ზარს მოსკოვიდან.
Kommentare