top of page

ორპარტიული ვაშინგტონი

ამერიკის შეერთებულ შტატებში არაორდინალური ვითარებაა - შუალედური არჩევნების შემდეგ, ორივე პარტია ზეიმობს. საქმე ის გახლავთ, რომ კონგრესსა და სენატში ხმები იმგვარად გადანაწილდა, რომ დემოკრატებმა, როგორც იქნა და, შეაგროვეს კონგრესის უმრავლესობა, ხოლო რესპუბლიკელებმა დამატებითი ადგილები მოიპოვეს და გაიმყარეს პოზიციები სენატში.


საბოლოო ჯამში, ვინ დარჩა მოგებული? - კითხულობს „ამერიკის ხმა“ და იქვე, არსებული ვითარების აღსაწერად, ექვს მთავარ მიღწევას აქვეყნებს. შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ: 1. მოიგო დემოკრატიამ - ვაშინგტონის ერთპარტიულობა დასრულდა. თუ ტრამპის ინაუგურაციიდან, დღემდე, ხელისულფების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ახლა ძალთა ბალანსი შეიცვალა - წარმომადგენელთა პალატა დემოკრატებისაა. 2. ტრამპმა შუალედური არჩევნები საკუთარ რეფერენდუმად აქცია. აქტიურმა საარჩევნო კამპანიამ, რომელშიც ჩაერთო, პარტიას წარმატება მოუტანა, ხოლო ეს, სერიოზული განაცხადია, რათა პარტიის მხარდაჭერა, ტრამპმა მეორე ვადით არჩევის შემთხვევაშიც მოიპოვოს.

3. საოცრად დიდია პოლიტიკოს ქალბატონთა რიცხვი. ამჟამინდელი მონაცემებით, ის 90-ს უტოლდება, თუმცა გამოითქვა ვარაუდი, რომ საბოლოო შედეგებში, მათი რიცხვი ასს გადააჭარბებს და, შესაძლოა, რეკორდულიც აღმოჩნდეს.

4. საკანონმდებლო ორგანოში არჩევის გარდა, 6 ნოემბერს 36 კონგრესმენის, ათასობით ადგილობრივი (ანუ შტატის) კანონდებელისა და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხების ბედი წყდებოდა. საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელებმა ადგილებზე ხელისუფლების შენარჩუნება შეძლეს, თუმცა ამომრჩეველთა განწყობის მარცხნივ გადახრა, საგრძნობია. ფლორიდაში, 100.000 პატიმარი ხმის უფლებას მიიღებს

5. იმატა მრავალფეროვნებამ - წელს პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალბატონები. ასევე, კანზასსა და ნიუ-მექსიკოში ადგილობრვ ინდიელთა წარმომადგენელი ქალბატონები აირჩა. კანზასშივე, ხმათა საჭირო რაოდენობა ლესბოსელმა ქალმაც მოიპოვა. 6. ღრმავდება დაპირიპირება პარტიათა შორის. დემოკრატები, რომლებიც ახლა უკვე წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ტრამპის და მისი გარემოცვის საქმიანობის ირგვლივ ახალი გამოძიებით იმუქრებიან. სავარაუდოდ , დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერი კვლავ ნენსი პელოსი გახდება. მისი თქმით, დღევანდელი დღე უფრო მეტია ვიდრე დემოკრატების და რესპუბლიკელების დაპირისპირება, საქმე ეხება „ტრამპის ადმინისტრაციაზე საკონსტიტუციო კონტროლის აღდგენას“.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page