top of page

ოღონდ, ეტევით საკუთარ ტყავში, კაი?

შესაძლოა, ნიჭიერ ფოტოგრაფთან ერთად, ის არტისტიც ჩინებულია, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა, მის გულწრფელობაში ამის გამო ეჭვს ვერ შევიტან.

კი, არის ასეთი შანშიც - იქნებ ახლა ეს გულწრფელობა მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო და მიმართა კიდეც მას, მაგრამ აკი მოგახსენეთ - მე ალალი მგონია.

საერთოდ, ვთვლი, რომ ამ ერთი მოქალაქის რაღაც ბრიყვულმა განცხადებამ, იმაზე მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე ღირდა, მაგრამ ახლა, ეს უკვე გუშინდელი დღეა. აწმყოში, ეს ადამიანი ქართველებს ბოდიშის გვიხდის და ჩვენც, შევუნდოთ ვითარცა მართლამდიდებელ ადამიანს შეეფერება - ნუ გადავიქცევით „მართმადიანებად“.

ოღონდ მასაც, და სხვასაც მაგ „კოჰორტიდან“, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარ ტყავში ყოფნა კი არა, დატევაა საქმე და უნდა მოახერხონ. საქართველოს რიგითი მოქალაქის წოდება ვისაც ეცოტავება, მისამართს inbox-ში მივწერ. #იურიმეჩითოვი #9აპრილი

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page