top of page

„პაზნიაკი“

აბა ერთი, რამდენნი ვართო - აცხადებდა სარეკლამო კლიპში და ეს ჩემთვისაც საინტერესო იყო. ყველაფრის გათვალისწინებით - ანუ ვადების, პარტიის ასაკის, ფინანსების და ა. შ. , ჯაფარიძე „საუკეთესო დებიუტი“-ს პრიზს იმსახურებს.

ree

არჩევნებამდე, ბევრი უშვებდა ვარაუდს, რომ ის მეორე ტურში გავიდოდა, თუმცა ეს მოულოდნელობისადმი ლტოლვის გამოხატულება უფრო იყო, ვიდრე არგუმენტირებული პროგნოზი. ჯაფარიძის ამოცანა მიღწეულია - მოკლე ვადებში მან შექმნა და წარმატებით დაიკავა პოლიტიკური ნიშა, შემოიკრიბა თანამოაზრენი, რომელთა რიცხვიც ალბათ უფრო მზარდია, ვიდრე კლებადი და საბოლოოდ დაფიქსირდა, როგორც ახალი პოლიტიკური მოთამაშე. არ მსურს რაღაც ხმამაღალი განცხადებები და ენთუზიაზმით აღსავსე ეპითეტების ფრქვევა - მით უფრო, რომ ამ პარტიის ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ

ფაქტია - ეს მომავლის პარტიაა. აი, მაგათი საყვარელი მარიხუანისა არ იყოს... „პაზნიაკი“ რა! - შედეგი უთუოდ იქნება, ოღონდ ოდნავ გვიან.

ვაშაძის მხარდამჭერი განცხადება არ ითვლება და ნურც ჩავუთვლით დიდი პოლიტიკურ გაჭრიახობად. ჯაფარიძე კი ეცადა, რომ ეს რაღაც იძულებით ნაბიჯად შემოესაღებინა, მაგრამ, ცხადია, აქ ვერ იქნება საუბარი მისი და ვაშაძის შეხედულებების დიამეტრალურ სხვაობებზე. აქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ღირებულებათა იდენტობაზე. და თუ კი მაინც და მაინც სიტყვა „იძულება“ გვსურს მოვიხმაროთ, მაშინ ასე ვთქვათ: ქართველმა ხალხმა #ზურაბჯაფარიძე აიძულა კონკრეტული საკითხისადმი დამოკიდებულება, შეხედულებათა მიმართ დამოკიდებულების სასარგებლოდ ჩაენაცვლებია.მაგრამ, რომ იტყვიან, გამოხდა ხანი და სრულ პანიკაში მყოფმა ხელისუფლებამ კოჭების გორება დაიწყო. სწორედ ამგვარ „ხასიათზე დადგომით“ აიხსნება ის მოჩვენებითი თავმდაბლობა, როგორითაც პარლამენტის თავჯდომარე და შს მინისტრი საპატრიარქოს ეწვიენ. ამ ვიზიტის შედეგები ყველამ ვიცით. ჯაფარიძის რეაქციამაც არ დააყოვნა.

ნუ, ბუნებრივია, რომც არ ჰქონოდა სურვილი, მას მაინც მოუწევდა რეაგირება და აქ გასაოცარი არაფერი. არც ხელისუფლების მზაობაში, იყოს დამჯერე, მოიძებნება რაიმე ალოგიკური. და იმავე ლოგიკის მოშველიებით, „გირჩს“ აქვს პოტენციალი, რათა მესამე სერიოზულ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყოველი მომდევნო არჩევნებისთის, ამ ორგანიზაციათა ამომრჩეველი რაოდენობრივად იზრდება, რადგან მზარდია ახალ ამომრჩეველთა რიცხვი, ხოლო ძველთა კლებადი. და აქ, მხოლოდ ბიულოგიურ „დასასრულს“ არ ვგულისხმობ. მზარდია იმ ზრდასრული ადამიანების რიცხვიც, ვინც უბრალოდ ყურადღებით უსმენს ჯაფარიძეს და ხშირად იზიარებს კიდეც ამ ლიდერის შეხედულებებს (და აქ არ იგულისხმება მხოლოდ კანაფის თემა). ეს არ აწყობთ არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“.

ზოგადად, ამ ორივე ძალას საქართველოს პოლიტიკური ველი ორი ძირითადი მოთამაშის საასპარეზო ალაგად აქვთ წარმოდგენილი. თუ „ოცნებას“ ამ განლაგებაში თავისი თავი და მისივე მართული, ან „პატრიოტთა ალიანსივით“ ოპოზიცია ჰყავს წარმოდგენილი, ე. წ. პროდასავლური ძალები ამ ველის მსგავსი ელემენტებისგან სრულ დაცლას და შემდეგ გადაჯგუფებას ცდილობენ. ცხადია, პირველ რიგში, „საბაზო ჯგუფად“ აქ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“და შემორიგებული რესპუბლიკელები იგულისხმბიან.

არსად აქ, სხვა (მესამე) მოთამაშე არ ჯდება და ამდენად, ჯაფარიძე, იმთავითვე „დაღდასმულია“. თუმცა, დღეს უკვე იმათმაც იციან, ვისაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ყველაფერს და მათ შორის პოლიტიკურ ველზე ფიგურათა განლაგების საკითხებს, წყვეტს ქართველი ხალხი. და იგი აღარ აპირებს ამ იმპერატიული უფლებამოსილების განიავებას. ასე რომ, ჯაფარიძეს თამაშში დარჩენის ამოცანა უდგას. ორი წელი, ანუ 2020 წლის არჩევნებამდე, ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ ვაი და რიგგარეშე მართლაც დაინიშნა და გაისადვე მოუწიოს? ურთულესი ამოცანაა.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page