„პაიკებს“ ვინ ჩივის.. „ოფიცერი“ გაიწირა?
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 6, 2018
- 1 min read
როგორც აღმოჩნდა, ყოფილ პროკურორს 5.000 ლარის გირაო შეეფარდა.
ცნობა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს, დილიდან ვრცელდება, თუმცა არავინ ასახელებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პროცედურა შედგა და, რეალურად, ინფრომაციის დამადასტურებელსაც, არაფერს აქვეყნებს.
ქართული მედია საშუალებები მხოლოდ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში ყოფნას ადასტურებენ.

აღნიშნული მოქალაქე არა ერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, თუმცა სავარაუდოა, რომ პოლიციაში მისი გუშინდელი ვიზიტი, რომელის ამსახველი კადრებიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, უკევშირდებოდეს ლევან ყიფიანის ან ზაზა ოქუაშვილის ქეისებს.
მოგვიანებით დასახელდა თანხაც, რომელიც ფარცხალაძეს გირაოს სახით შეეფარდა - 5.000 ლარი. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების მისჯის საკითხი არ განხილულა და ამ დრომდე, არც საქმე დაკონკრეტებულა.
Comments