„პატარა ტერფის“ დიდი ამბავი
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 23, 2018
- 1 min read
სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულში, 20 წლის წინ იპოვნეს. შეარქვეს „პატარა ტერფი“, ვინაიდან ის მართლაც ძალიან პატარა გახლდათ.
მთელი ეს ასობით ათასი წელი, ისტორიამდელი ჩონჩი ქვიშა-ქვისა და მინერალთა აპკში, ექცეოდა და მის სრულად მოღებას ორი ათეული წელი დასჭირდა. და აი, ახლა ის სრულად ამოსუფთავებულია.
3.500 წლის - ასეთია პირველადი დასკვნა.
მაგრამ რა არის ეს... თუ, ვინ არის იგი?
ეს აქამდე უცნობი განშტოებაა, მაგრამ აშკარად ჰომინიდია.

თუმცა, ამან სამეცნიერო პოლემიკის ახალი ტალღა გამოიწვია. ხუთ სამეცნიერო წერილში, რომელიც 29 ნოემრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალ bioRxiv-ში გამოქვეყნდა, იოჰანესბურგელი პროფესორი რონალდ კლარკი და მისი კოლეგები ამტკიცებენ რომ Little Foot მიეკუთვნება ადრე დასახელებულ, თუმცა არაპოპულარობის გამო მივიწყებულ სახეობას - Australopithecus prometheus. უკვე ათ წელზე მეია კლარკი ამ ჰოპოთეზას უჭერს ხმარს. ეს სწორედ მან, 1994 წელს, რომელიღაც საძიებო მონაკვეთზე სახელწოდებით სტერკფონტეინი, გაქვავებული ძვლების ყუთში აღმოაჩინა „პატარა ტერფის„ პირველი ნაშთი. და მხოლოდ ამის შემდეგ, 1997 წელს დაიწყო გათხრები. მისი მოწინააღმდეგენი, საკუთარ აზრს არ იცვლიან და მიიჩნევენ, რომ Little Foot მანამდე დაფიქსირებული Australopithecus africanus-ის წარმომადგენელია. აღნიშნულიკლასის იდენტიფიცირება შორეულ 1924-ში მოხდა, ანთროპოლოგ რეიმონდ დარტის მიერ, რომელმაც „ტაუნგის შვილი“-ს სახელით ცნობილი მოზარდის თავის ქალა გამოიკვლია. ამას მერე, ანალოგიური ძვლები მრავლად აღმოჩნდა და მათ შორის, იმ გამოქვაბულშიც, სადაც „პატარა ტერფი“ იპოვნეს. სხვათა შორის, 1948 წელს მაკაპანსგატის გამოქვაბულში, აღმოჩენილი ჩონჩხი ახალ კლასიფიკაციას - Australopithecus prometheus-ს სწორედ დარტმა მიაკუთვნა, თუმცა მოგვიანებით, 1955-ში უარყო და ისიც „აფრიკანუსად“ გამოაცხადა. პოლემიკა, რომელიც ჩონჩხის სრულად გამოთავისუფლების და სრულფასოვანი შესწავლის შესაძლებლობის გაჩენისთანავე დაიწყო, და სულ უფრო მწვავდება.
Comments