„პატრიოტული“ ლოგიკა
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 4, 2019
- 1 min read
კარგა ხანია, ქართულ პოლიტიკაში ამდენად ლოგიკური რამ, არაფერი მომხდარა - სოციალ-დემოკრატები - გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური - კავშირს „პატრიოტთა ალიანსთან“ კრავენ. უფრაქციობა მთელ რიგ პრივილეგიებს აუქმებს და ამის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს ყოველივე ამითც აიხსნას. თანაც, როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ჟორჟოლიანს უარი სტკიცეს იმაზე, რაზეც კონსენსუსისკენ განწყობილი ინაშვილი დათანხმდა.
მივიღეთ გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და “პატრიოტთა ალიანსმა”. ერთობლივად გავაგრძელებთ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ -დემოკრატები“. აი, ასეთი კონფიგურაციით გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას

ეს ჟორჟოლიანმა სატელეფონო კომენტარში განაცხადა. ბუნებრივია, პოლიტიკურ ძალას, რომელიც იმასაც ვერ ახერხებს, რომ ფრაქცია იყოლიოს, „ოცნების“ არც ერთი ჯგუფი თუ ფრაქცია მისცემდა უფლებას, სადმე თავისი დასახელება ჩაეკვეხებინა. მაგრამ აქ, ინაშვილისთვის საქმის გაკეთებაზე მეტად, ის იდეოლოგიური კავშირია საგულისხმო, რომელიც ამ ძალებს აახლოვებს. ცხადია, მემარცხენეობას, ან სხვა პოლიტიკურ ორიენტაციას, არ ვგულისხმობ - რა მემარცხენეც ჟორჟოლიანია, ის პატრიოტია ინაშვილიც. რუსული ორბიტა - ამ ტიპის დუღაბს, ცალკეული პოლიტიკური შეხედულებები ვერაფერს აკლებს.
Comments