top of page

პირუკუ, ანუ პირიქით

ოპოზიციის ლიდერი, ვაშაძე ბრძანებს:

„ეტყობა გადაწყვიტეს, საერთოდ თავზე გადაიხიონ საარჩევნო კანონმდებლობა, კონსტიტუცია.“

რა არის ეს? ზრდილობიანი ფორმით ნათქვამი, რომ სინამდვილეში, „ეტყობა გადაწყვიტეს საერთოდ თავზე..“ გადვაგახიონ, ჩემო ბატონო?.. ძნელია მხოლოდ ტგელეეთერით იმსჯელო. დედაქალაქშიც, ჩემს უბანზე, არაფერი ჩატარებულა და მთლიანად საინფრომაციო საშუალებებზე დამოკიდებული მოქალაქის მხრიდან, ასე გეტყვით: თუ მართლაც ისეა საქმე, როგორც ბრძანებთ, სწორედაც რომ ჩვენ, ამ სახელმწიფოს დამფუძნებლებს გადვაგახიეს. რეალურად, მე ვუშვებდი შესაძლებლობას, რომ სადღაც „ოცნება“ მაღალ შედეგს აჩვენებდა და, პირველ რიგში, ამას მარნეულში ველოდი - საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ რაიონში ცხოვრობენ თავისი „სტილი“ აქვთ, და ამ „სტილით“, მმართველი ძალა, როგორც წესი, ფიასკოს არ განიცდის, რბილად რომ ვთქვა.


მაგრამ ასე მიყოლებით, კეგლის ფიგურებივით, ყველგან წააქციო კონკურენტი? „ოცნებას“, ოცნება ცხადი ეგონა? დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ დასაშვებად მიაჩნდეს ივანიშვილის ტრიუმფი.

ან, კიდევ უარესი - დებილად უნდა მიაჩნდე მავანს, რომ ფიასკო ტრიუმფად შემოგასაღოს. ამ მიმართულებით, ხელისუფალთა ლტოლვები უკვე შეგვინიშნავს და ბოლო-ბოლო რა გამოდის, დავთანხმდით ამ შეფასებასა თუ როლს? ერთი მეგობრის სტატუსს გადავაწყდი, ვინც ოპოზიციურ მუხტს ჩააქრობს, ის ბიძინას შნირიაო, წერდა. ეს მარცხთან შეგუებული ადამიანის ნათქვამს ჰგავს - წინასწარ შემზადებულ თავისმართლებას. მეორეს მხრივ, რა შანსები აქვს ოპოზიციას, რომ ისე მოწვიმოს, როგორც იქუხა? ეს დღეს გამოჩნდება. უფრო დაზუსტებით, დღეს გამნოჩნდება პოტენციალი. ყველაზე ლოგიკური, ახლა ყველა ოპოზიციური ძალის ერთმუჭობაა, მაგრამ მუჭიცაა და მუჭიც - მალე ვნახავთ. მანამდე, წულაიას და ჟირინოვსკის დოსტის კუკავას ერთმუჭობა ვნახეთ და მისი შედეგიც. ეს მთაწმინდის სავარაუდო მეორე ტური, იოლად ამოსაცნობი ფინტია - ეს შესაძლებელია? ჯერ ერთი, სადაც და რაც უნდა დაიწყოს ორკესტრმა, ფინალური აკორდი სწორედ თბილისის ამ უბანში უნდა აჟღერდეს და ამიტომ, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკითხის დრომდე ღიად დატოვება, გადაწყვეტის გადავადება; „ნაციონალების“ და „ევროპელების “თუნდაც დრომდე „გათიშვა“. კახაძე დაბალი მასტის კოზირია, რომელიც ყველამ იცის, რომ ხელშია. თუმცა, ხანდახან, ვითარებიდან გამომდინარე, უმდაბლესი კოზირი საკმარისიცაა - საჭირო დროს.

კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. არის პარიტეტი, არის თანაბარი პირობები, სულ იყო ლაპარაკი, რომ აი, რესურსი, რესურსი. არა, ადამიანებს აქვთ კონკრეტული შეხედულებები - განაცხადა კახაძემ

და ეს კომენტარი, პროლოგივით ჟღერს, რაც ამძფრებს განცდას, რომ სპექტაკლია. მოკლედ, ეს ცრუმოძრაობას ძალიან წააგავს და გათვალისწინებით „აქტორებისა“, ამის შანსები ჯერ ისევ მაღალია. ყველაფერი დამოკიდებული კონკრეტულად ზუგდიდზე.

იმედია, არავის გაგიკვირდათ - არც ზესტაფონი, არც მარნეული.. დიახ, ზუგდიდი. თუმცა, ჭიათურაც, არანაკლებ, ვინაიდან იქ საპროტესტო მუხტი უკვე სახეზეა, ხოლო სოციალური მოთხოვნებიდან, პოლიტიკურ პროტესტამდე, ნაბიჯია. ესეც ვთქვათ - არის შანსი, ყველაფერი ახალი კირკიტაძით დასრულდეს. რა გასაოცარია? - სადაც პარლამენტარებს საარჩევნო უბნებიდან კინწისკვრით მიერეკებიან, ყველაფერია მოსალოდნელი. მედიაეთერით ვნახეთ თუ როგორ და რის საფუძველზე გამოიტანეს, თუმცაღა ნაზად, ქალბატონი ბოკუჩავა, რომელსაც კანონი აძლევს უფლებას დაუბრკოლებლად შევიდეს ადმინისტრაციულ შენობაში, დააკვირდეს პროცესს. ერთი სიტყვით, არჩევნებიდან მეორე დღეს ისევ ის ძველთაძველი აბანოს სიბრძნე „დგას“. ხშირად ვამბობ ხოლმე: მურტალი ორგანიზაციაა აბანო - უმალ ავლენს ფერებს. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ აი, ახლა პოლიტიკური ძალები შეტევისას ჩაჰბერავენ და ხვალ, სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. გაერთიანებული ოპოზიცია, ცალკე აღებულად - თავისი წევრებ-აქტივიანად, ვერაფერს შეცვლის. ცვლილებები მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, თუ კი ხახლმა, ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ მისი ჯერია. შუალედური არჩევნები, როგორც ასეთი, ამ მხრივ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იმთავითვე არ იძლეოდა. დედაქალაქის გარეშე, ძალიან გაჭირდება, ხოლო შეძლებენ თუ არა რეგიონები დედაქალაქის დარაზვმას, აკი მოგახსენეთ, აწი გამოჩნდება. აქ ცალსახად დგას საკითხი - ან ეს ქვეყანა მისი დამფუძნებლის გემოზეა ან იმ ლურჯებში გამოწყობილი უბირი საზოგადოების, უკვე ქუჩაში მყოფ დეპუტატთან მოქალაქის მეტად არაინფორმირებული პაექრობა რომ დააჯილდოვეს მქუხარე აპლოდისმენტებით. ესაა საქართველო? იმედია პირიქით. და აქ არაა საუბარ იმაზე, რომ საქართველო ისაა, სადაც სანდრა მოიგებდა. აკი მოგახსენეთ, ხალხი წყვეტს. და თუ კი მან ჩათვალა, რომ მის გემოზე არაა, ჩაერევა. ახლა, ძალიან ბევრი რამ შალვა შავგულიძის ხელშია. რულოვსის მზაობა გამოუყვეს სოფელ-სოფელ და ჩამოვიდეს დედაქალაქამდე, მხოლოდ მაშინ იქონიებს შედეგს, თუ „ფრონტი“ ფართოდ გაიშლება. სხვა შემთხვევაში, გამოვა მხოლოდ ხეტიალი. ახლა, ძალიან ბევრი რამ შალვა შავგულიძის ხელშია. ვის ხელშია თავად შავგულიძე?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page