top of page

„პრიმაკანდიდატი“

არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ჯერ კიდევ ამ ბლოგის ფორმირების პროცესში, ვწერდი, რომ მას მხოლოდ პირველ ტურში ტრიუმფი აძლევდა ხელს, რადგან მეორე ტურს უთუოდ წააგებდა.

ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ როგორც წესი, ისედაც არც თუ აქტიური, ანუ ე. წ. „დაღლილი“ ქართველი ამომრჩეველი, მეორე ტურში კიდევ უფრო ინერტული ხდება, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატს, გარდა სხვა რესურსებისა, ე. წ. ადმინისტრაციული ბერკეტიც ხელთ აქვს და მაშინ, როდესაც მას აწყობდა ყველა კანდიდატი, გარდა ვაშაძისა, მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება, მართლაც ძალიან სათუო მოჩანდა. და აქ, უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ვისთან ჭიდილი მოუწევდა ვაშაძეს - ხელისუფლება, ნებისმიერ ვარიანტში მის წინააღმდეგ იმოქმედებდა. შესაძლოა, სხვაგან ჩვეულებრივი, ჩვენთან კი ლამის გმირობად გამოცხადებული ჟესტის შემდეგ, ვივარაუდოთ, რომ თეორიაში, სადაც მეორე ტურში ვაშაძე და ბაქრაძე გავიდოდნენ, ვინმეს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას ადგილი არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში, ამგვარი თეორიები წყლის ნაყვაა. ის, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, ერთი გასულთაგანი ზურაბიშვილი იქნებოდა, უდავოა იყო.

მაგრამ მოხდა ის, რასაც ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ელოდა - ქართველ ხალხს ჯერ კიდევ აღმოაჩნდა ნება და მისი ცალსახა გამოხატვაც, მიუხედავად არა ერთის მოლოდინისა, არ დაზარებია

ვაშაძე მეორე ტურშია და თან, თუ კი ამას შეიძლება ასე ეწოდოს, მეორე ტურშია ტრიუმფით. და, სავარაუდოდ, მოიგებს, თუ კი ხელისუფლებამ რამე „მანქანები“ არ აამოქმედა. ერთი ტიპის ამგვარი „ინსტრუმენტი“ ვნახეთ - ბოლოს, სამხრეთ საქართველოში. კონტრპოდუქტიულია. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ „ზურაბიშვილის“ კამპანიას თავად ბიძინა ივანიშვილი წარუძღვება და ეს, კიდევ ერთი საფუძველია ვივარაუდოდ, რომ ოცნება წააგებს. თუმცა, შესაძლოა მავანთათვის ეს იყო მხოლოდ კომუფლირებულად გაჟღერებული დასტური, რომ ბიძინამ, კლიტეები უკვე საკუთარ სკივრებსაც ახსნა. ლოგიკურიცაა - სალომესთვის, აღარავინ არაფრის შემწირველი აღარაა. მაგრამ რა შეუძლია სკივრების მფლობელ ალიბაბას თავისი 40 ყაჩაღიანად? ნდობა, ერთგულება, მანერები, კლასი, პეწი... არ იყიდება არანაერ ფულად. პარალელურად, ოპოზიციის კანდიდატი წარმატებით აგრძელებს მომრიგებლის, ბჭესა და შემრიგებლის როლის განსახიერებას. არ ვიცი, რამდენია იმათი რაოდენობა, ვინც ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო „მობრუნებით“ აღფრთოვანდა, მაგრამ მედიატორი სოწრედ ისაა, რასაც საქართველოს პრეზიდეტი უნდა განასახიერებდეს და ეს სწორედ ამის მაგალითია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page