top of page

პოროშენკოს კონტრშეტევა

როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც კანდიდატმა ზელენსკიმ, სტადიონზე დებატების შესახებ პოროშენკოს დადებითი პოზიცია შეიტყო, მან ახალი პირობა წამოაყენა და არბიტრად, იულია ტიმოშენკოს ხილვა ისურვა. უმალ გაჩნდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ზელენსკიმ ტიმოშენკო პრემიერობაზე დაიყოლია და უკვე ერთ ნავშიც კი სხედან. თუმცა, პოროშენკოს გუნდმა იმთავითვე განაცხადა, რომ ყოველივე ეს, მხოლოდ შოუა და სინამდვილეში, ზელენსკის ამოცანაა შექმნას ვითარება, რომელშიც დებატები ჩაიშლება და ეს, დაბრალდება მოქმედ პრეზიდენტს. მალე, უკრაინის ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ განაცხადა, რომ საარჩევნო ხარჯები დადგენილ ზღვარს არ უნდა გაცდეს..

სტადიონის იჯარა კი, სწორედ ამას გამოიწვევდა.

გამოსავალი მალევე მოიძებნა - დებატების მონეტიზაცია არც თუ სიმბოლურია - ერთი ბილეთი 800 გრივნად.

სამწუხაროდ, ჯერ არაფერი შემხვედრია, რომ გადაჭრით ვთქვა, რა პრინციპით გადანაწილდება ეს რვაასგრივნიანი ბილეთები - პარიტეტი დაცული იქნება თუ იმუშავებს პრინციპი “აი, ჩემმა მხარდამჭრებმა გადაიხადეს და ამიტომაც არიან ბევრნი“..

ფაქტია, პორშენკომ საჭიროდ ჩათვალა, რომ „ვიდეოდიალოგი“ ახლაც საჭიროა - გამთენიას, მისი მიართვაც გავრცელდ. და აქ, ის უკვე აღარ იყო დაქანცული ლიდერი, რომელიც, „თუ კი მამულს ეჭირვების“, სტადიონზეც მივა.

ეს გახლდათ პოროშენკო, რომელმაც შეუტია - მოიქეცი, როგორც კაცები იქცევიან! - ამგვარია მთავარი მესიჯი.



Opmerkingen


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page