top of page

პუტინიანი კონცერტი, ანუ პაატას „ქსივა“

Updated: Feb 19, 2019

რაღაც შეუბღალავი რეპუტაციის კაცი მეგონა. მიხაროდა, რომ გვყავდა.. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იწყებდა და მეტადრე მაშინ, როდესაც ამ სიმაღლეებს მიაღწია. ადრეც და ახლაც, მისი პერსონის ირგვლივ ათასი ამბავი დაიპნა. საქართველოში აბა რა გასაკვირია, თუ წარმატებულს სვავებივით დაუწყეს ძიძგნა? ის კი არა და, უნდა გაგიკვირდეს კიდეც, თუ უკანასკნელი გათახსირებულის იარლიკი არ მიაწებეს.. ჰოდა, მეც, მიჭირდა და არც ვიჯერებდი. თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვინ გადანაშაულებს? ან ის არაა მნიშვნელოვანი, თუ რაში გადანაშაულებენ? საქველმოქმედოდ შეგროვებული თანხის მითვისება, პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში, ჩემთვის, რიგითი კაცისთვის, ყოვლად დაუჯერებელი გახლდათ და მისადმი ჩემს დამოკიდებულეზე, არც ამას უმოქმედია.

ree

სიმართლე გითხრათ, არც ახლა მგონია, რომ მას რაიმე მსგავსი ჩაედინოს, რეპუტაციას ასე იოლად არ შეიბღალავდა, მაგრამ იმაში კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მისი ნებისმიერი ქმედება, რომელიც გაცდა საოპერო სცენას და ქართული პოლიტიკური სცენაზე გათამაშდა, ემსახურებოდა მის პირად ინტერესებს, შესაძლოა ლეგიტიმურსაც კი, მაგრამ მისას და მხოლოდ მისას და ეს მრავალსართულიანი პროგრამა-სადღეგრძელოები, „კამუფლიაჟი“ იყო. ეს (თუ ის) საქართველოც, პაატას თავისთვის უნდა და არა თავისი თავი საქართველოსთვის. ხედავთ? როგორც კი და როდესაც გაირკვა, რომ მისი ამჟამინდელი „ფსონი“, ოპოზიცია და ვაშაძე, მარცხდებოდა, ის, ჯერ, უცებ გაქრა და ბოლოს, პუტინიაინ კონცერტზე მოგვევლინა. ცხადია, არავინ ელოდა, რომ ბურჭულაძე ფრაკს შემოიხევდა და მაისურზე გამოსახული ხუთჯვრიანით, „ჩემი ხატია..“-ს დააქუხებდა, მაგრამ.. - О чем песня? - იკითავდა ალბათ ვოვა. - О вине. - მიიღებდა პასუხად. სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემთვის, ამ კონკრეტული კონცერტისთვის შერჩეული ნომერიც ნიშანდობლივია. „ბორის გოდუნოვიდა“ ემღერა რამე.. წყლის ნაყვაა ახლა ეს - პაატას თავისი „ქვასანაყი“ აქვს. ბიძინასთვის ეს საკმარისია - დრომდე პაატა ხელშეუხებელია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page