top of page

„რა ატამი, რის ატამი?“

დავიწყებ იმით, რომ ეკა ბესელიას, როგორც საქმეთა ამ სტილში მომგვარებლის შესახებ, ბევრად უფრო დიდი ხანია მსმენია, ვიდრე „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებოდა. ამბობდნენ, მთელი მისი ადვიკატობაც ეგაა - გაჩარხვაო. ცხადია, ეს მოარული ხმებია, მაგრამ მომკალით და არც ისე დაუჯერებელი. იგივეს ვერ ვიტყვი ამ ახალ ამბავზე. ეს „ომეგას“ ეპიზოდი, რასაც ჰქვია, ყურით მოთრეულია. როგორც ხუხაშვილმა თქვა, ესაა მცდელობა ბესელიას ოქრუაშვილი „ჩაუდონ“. არაფერი გამოვიდოდა, ვინაიდან ძალიან პრომიტიული გაანგარიშებაა და, პრინციპში, გუშინვე ჩაფლავდა.

ოქრუაშვილმა, კონკრეტულად განაცხადა: „გია აბაშიძის მიერ ფეისბუქით გავრცელებული ბრალდება ეკა ბესელიასა და „ომეგას“ შორის არამართებული გარიგების შესახებ, საფუძველსმოკლებული და მცდარია. მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ქალბატონ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან. ამგვარი ბრალდებები არის არასერიოზული და აშკარად ემსახურება არაჯანსაღ მიზნებს“ ვინმე ელოდა, რომ ეს კაცი გამოვიდოდა და აღიარებდა - დიახ, ბესელიას ქრთამი გადავუხადე, რათა ჩემი პრობლემები მოგვარებულყოო?

ree

ან, ვინმეს ჰგონია, რომ ბესელიამ დაიქადნა, ბიძინას გავაჩერებო, ხოლო ოქრუაშვილმა დაიჯერა და ჯიბეები ამოუტენა?

ცირკი.

ერთი სიტყვით, ამ ისტორიაში თავად ბესელიაზე სასაცილო რამეც გამოჩნდა (ნუ, გედეონი არ ითვლება, ცხადია).

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page