top of page

რა გადაარჩენს კახოვკას?

ის, რომ პუტინი დაარტყამს, სადავო აღარაა - 100.000 კბილებამდე შეიარაღებული ზომბი, საზღვართან გასარუჯად არ ჩაუყენებიათ. არც ის იყო რთული გამოსაცნობი, რომ რუსები ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთზე გაიწევდნენ, რათა ანექსია საბოლოოდ, უკვე გეოგრაფიული მაჩვენებლების სრულად „ათვისებით“ დაეგვირგვინებინათ. საკითხავი მხოლოდ ის გახლდათ, თუ კონკრეტულად როგორ მოხდებოდა ყველაფერი ეს და, რაც მთავარია, როდის?

ცნობილი ანდრეი ილარიონოვი, რომელიც ერთ დროს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლად მუშაობდა, აცხადებს:

რუსეთი ჰიბრიდულ ომს არ აწარმოებს, ვინაიდან ამგვარ ომში ათასები არ იღუპებიან - ეს ილოვაისკის, დებალცევოს დროსაც ცხადი იყო და ახლაც, ქერჩის სრუტეში მომხდარიც, სწორედ ამას ადასტურებს

მისი თქმით, ამ მომენტისთვის, წმინდად სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ამგვარი ვითრებაა: რუსეთმა სასაზღვრო ზოლთან მძლავრი სატანკო შენაერთები განალაგა, ხოლო აზოვის ზღვის ფლოტი 120 ახალი მცურავი საშუალებით შეავსო. რაც საყურადღებოა, ყველა მათგანი სადესანტოა. ეს თავდაცვის საშუალებად ვერ ჩაითვლება, რადგან დესანტი, როგორც ასეთი, აგრესიული ქმედებებისთვისაა განკუთვნილი. პუტინს ამჟამად ნაკლებად აღელვებს მარიოპულის ან ბერდიანსკის საკითხები. ის ყირიმზეა კონცენტრირებული და ყველა ლოგიკით, მისი პირველი სამიზნე კახოვკა გახდება. მივლენ თუ არა ხერსონამდე, ჯერ კიდევ საკითხავია. ის კი არა და, კახოვკამდე მისვლაც არ იქნება გასეირნება, ვინაიდან უკრაინაში სრული საბრძოლო მზადყოფნაა. ისე კი, ილარიონოვი წუხილს გამოთქვამს, რომ კიევი ამ მიმართულებისადმი დუნე დამოკიდებულებას ავლენს, არასათანადოდ აფასებს მას და ამას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page