top of page

რა ელის ფეხბურთს?

ალექსანდრო დომინგესი, რომელიც გარდა FIFA-ს ვიცეპრეზიდენტობისა, კომნებოლის თავკაციც არის, მოულოდნელი და, შეიძლება ითქვას, რევოლუციური იდეით გამოდის. როგორც ირკვევა, ეს ჯერ კიდევ ზეპ ბლატერის ზეობის დროს, 1999 წელს გამხდარა მსჯელობის საგანი, თუმცა, მას მერე, არაფერი შეცვლილა.

ree

დომინგესის იდეა ერთა ლიგის გათამაშებისთვის მსოფლიო მასშტაბის მიცემა და მუნდიალის ყოველ მეორე წელს გამართვაა. ეს კი კონტინენტური (ვთქვათ, ევროპის) ჩემპიონატების გაუუქმებას ნიშნავს. აქაც იმას ვიკითხავ, რაც, ამ ამბის გაცნობის შემდეგ, გონებაში პირველად ამომიხტა : UEFA? თუ ევროპის ჩემპიონატი გაუქმდება, მას მხოლოდ საკლუბო ტურნირებიღა დარჩება? ანუ, „ჩემპიონთა ლიგა“ და „უეფა-ლიგა“ და ევროპულ ფეხბურთის ასოციათა კავშირის ფუნქცია ეგაა და ეგ? ნუ, ზერელე მსჯელობა არ გვარგებს და ცხადია, ვხვდები, რომ ორგანიზაციის ფუნქცია მხოლოდ ეს არაა, მაგრამ ამგვარი კითხვა დგას, ესეც ხომ ფაქტია. აი, რას ამბობს ეს კაცი:

მე არასდროს ვამბობ - არა. მე ყოველთვის ვამბობ, რატომაც არა? ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთა ლიგის ფორმატს, რომელიც იქნებოდა მაშტაბური და მთელ მსოფლიოს მოიცავდა. ასევე მხარს ვუჭერთ იდეას, რომლის მიხედვით მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელში გაიმართება.

ერთი სიტყვით, უმაღლეს საფეხბურთო ორგანოში საკითხს მიუბრუნდნენ - მსჯელობა განახლდა. რას გვაძლევს ეს ჩვენ, საქართველოს? ნუ, ერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ გაგვეზრდება თამაშების გეოგრაფია და, შესაბამისად, ხარჯი. გარდა ამისა, მუდმივად იქნება საბრძოლო შემადგენლობის შეკრებასთან დაკავშირებული პრობლემები. ისე, ერთი თვალსაზრისით, ეს კარგია, რადგან ახალი ძალების მოსინჯვის შესაძლებლობას ზრდის, რაც, თავის მხრივ, პეწს ეროვნულ ჩემპიონატსაც შეჰმატებს - კონკურენცია გაიზრდება და ა. შ. რა პრინციპით ჩატარდება ან თავად ტურნირი, ან კენჭისყრისას რა ფაქტორების გათვალისწინება მოხდება - გეოგრაფიის, რეიტინგების? იმ დრომდე, ვიდრე ამგვარი დეტალები გაირკვევა, ნებისმიერი მსჯელობა აზრს მოკლებულია. დიდია შანსი, რომ საფეხბურთო სამყაროში ერთგვარად კონტინენტური „სეპარატიზმი“ გაღვივდეს. რადგან, რეალურად, ეს რეგიონალური (კონტინენტური) ასოციაციების პროტესტს გამოიწვევს და, პირველ რიგში, სწორედ UEFA უნდა აღინიშნოს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page