რამდენიემ ვარაუდი ფუჭი ოცნების მღვრიე იმედის გამო
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 16, 2019
- 2 min read
Updated: Aug 16, 2019
დასაშვებია, რომ ეს მხოლოდ მულიაჟია და არ გახლავთ საპროტესტო აქტი? ანუ, ვითომ და აი, გასროლა შედგა და გმირი-განგმირულის თეთრი პერანგი სისხლითაც შეიღება, მაგრამ.. ყველა ვხდებით: სინამდვილეში ტყვია ფუჭი იყო, ხოლო სამოსი საღებავმა მოთხვარა.
არსებობს ამგვარი შანსი? მიმაჩნია, რომ თუ კი ვსაუბრობთ ადამიანთა ჯგუფზე, რომელსაც ახლაღა გაახსენდა, რომ თავისი აზრი აქვს, მაშინ დასაშვებია. მაგრამ ესეც ვიკითხოთ: ასეთ ადამიანებთან გაქვს საქმე? - ეს სამოქალაქო გმირობაა - შესძახა რომან გოცირიძემ და, მინდა გითხრათ, ამჩატებულა. ან ნერვებმა უმტყუნეს, არ ვიცი.

მიხვდებოდით, ჩანაწერის თემა ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ზოგიერთი თანამშრომლის გადაწყვეტილებაა. რამდენიმე მათგანი, სოციალურ ქსელში, თუ სადღაც სხვაგანაც, საჯაროდ გაემიჯნა ლალიაშვილის „პროდიუსინგით“ მომზადებულ იმ „ტელე-ანონიმკას“.
მაგალითად, ნანა ლეჟავა წერს:
„არ ვარ „ქრიონიკაში, მაგრამ ვარ `იმედში`“.. ეს უკვე მეორედ შემოგვთავაზა.
არ ვიცი მისი „ქრონიკიდან“ გაწვევა რისი სიგნალი გახლდათ და იყო თუ არა, საერთოდ, რაიმეზე მიმანიშნებელი, მაგრამ.. პირველად ეს მაშინ განაცხადა.
ყველა ფიალა ივსება ოდესმე? ჩემი აზრით, ამგვარ შემთხვევას წააგავს. მაგრამ ამას მაინც არ „შევყავართ“ იმ „სამოქალაქო გმირობის“ კატეგორიში, რომელიც გოცირიძემ დააბრეხვა. იქნებ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ „იმედში“ სხვა და სხვა ბანაკების არსებობა აღარ/ვეღარ იმალება? და ეროვნული „მოტივები“ ახლა ინსტრუმენტია და არა ღირებულებათა სისტემა...
ამოცანა პროფესიული ვალდებულებისთვის ღწვა კი არა, საჭესთან დგომაა?
ცხადია, არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ვინმე რაიმე კონკრეტულში დავადანაშაულო, არ გამაჩნია - მათ შორის ლეჟავასთან მიმართებითაც. ვერსიები, ბლომად, მაგრამ ახლა და აქ, უადგილოა. აქ მხოლოდ ვვარაუდობთ.
ისე კი, ესეც უნდა ითქვას: იმ ორგანიზაციის საჭესთან დგომა, რომელიც არა მხოლოდ დისკრედიტირებულია, არამედ ვალი აქვს სატევარივით შეყრილი, ვის რად უნდა?..
უნდა იმას, ვისაც გარანტია მისცეს, რომ ვალი დიდად არ შეაწუხებს.
ცხადია, ყველა ლოგიკით, ეს „ტელე-ანონიმკის“ ავტორი შეიძლება იყოს, და არა ის, ვინც ფილმის შინაარს მკვეთრად გაემიჯნა.
ან, იქნებ, ახალმა შესაძლებლობამ, რომელიც განჩნდა - პანტა-პუნტით დაანონსებული ახალი არხების ამბავმა, პროფესიონალიზმის დეფიციტის პირობებში, კვალიფიციური ჟურნალისტების მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა...
ხოლო ნანა ლეჟავა, უბრალოდ, უმტკივნეულოდ წასვლას ცდილობს.
ამის გაგება შეიძლება.
თანაც, თუ კი მხედველობაში მხოლოდ უნარ-ჩვევებს მივიღებთ, ის სწორედ მაღალი კლასის პროფესიონალია - ბევრად მაღალის, ვიდრე ზოგიერთი წითელ-ყავისფერი შეხედულებების პერსონა, რომლის დაკრულზე ცეკვაც, როგორც ჩანს არაა იოლი ლეჟავასთვის, ან იმავე გეგელიასთვის, რომლის გადაცემაც, თურმე, ასევე დაიხურა.
თუმცა, შენდობა მომითხოვია და ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ახლა იქმნება ახალი ლეგენდა ნანა ლეჟავასთვის. რა ვქნა - ყველას თავისი ოფოფები ჰყავს და მეც, ბუნებრივია. ხოდა მას შემდეგ, რაც მან რუსული სპეცსამსახურების ტყვეობიდან დაიხსნა თავი, ეს ადამიანია თვალსა და ხელშუა გამოიცვალა.
Comments