რეანიმაცია
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 12, 2019
- 1 min read
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, შალვა ნათელაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, გადაშენების პირას მყოფ სახეობას მივაკუთნე და ვივარაუდე, რომ ნელა, თუმცა გარდაუვლად, ლეიბორისტები დაიშლებიან. მას მერე, რაც ნათელაშვილი დიდ ოპოზიციურ გართიანებაში ვნახე, ჩავთვალე, რომ საერთო მეტოქის დამარცხების ხათრით, სამაშველო რგოლი გადაუგდეს. სხვა მხრივაც, როდესაც რაიმეს აპროტესტებ, ნათელაშვილის მსგავსი სპიკერი კოზირია, მაგრამ ერთია შალვა და მეორე, პარტია, რომელიც, დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის „ოცნებას“ ვერ დაამარცებს - „ლეიბორისტების“ მატერიალური, ადამიანური, ინტელექტუალური შემადგენელი, ამგვარი შესაძლებლობის დაშვებასაც კი, სასაცილოდ ხდის.

და ნათელაშვილმაც, ისევ ძველი, ეული რაინდის გრიმი გაიკეთა - ხელისუფლებასთან დაპირისპირების გარდა, გაკენწლა ხაზარაძე, რაც ბანკირისა და მემარცხენის „ჩვეულებრივ“ ურთიერთობად გასაღდა.. და კბილი გაჰკრა „ნაციონალებს“ - შეიძლება ითქვას, ცოტა დააკლდა, რომ პირდაპირ არ დაედო ბრალი. თუმცა, ფაქტია - ეს მას არ გაუკეთებია.. ჯერ. ამისთვის მანდატი ჭირდება. ის ახლა მთაწმინდზე დევს, მაგრამ ნათელაშვილი ხვდება, რომ ასევე მემარცენე გრიგოლ გეგელიასთან, გაუჭირდება.
„თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი“ - ეს ნათელაშვილის ამბიციებს კი უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს? არა, არ ღირს - უფრაქციო შალვა, როგორც პოლიტიკოსი, დავა გუგავამდე, ხოლო „კარგ“ რესპოდენტად, დეპუტატის მანდატის გარეშეც ითვლება. მაშ რა გზა აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს? ახლა, მისი მთავარი ამოცანა რეანიმაციაა, რათა სცენაზე დარჩეს. მას საპროტესტო ტალღა ესაჭიროება. იოლად იშოვნის.
Comments