რედაქტირებული ბავშვი
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 30, 2018
- 1 min read
მსოფლიოს სამეცნიერო წრეები მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და განსაკუთრებით ჩინეთში. საქმე ეხება პირველ შემთხვევას, როდესაც ლაბორატორიაში, ანუ ხელოვნურად, მოხერხდა ახალი გენის დაბადება - გენისა, რომელიც რედაქტირებულია და რიგ რისკებს არ შეიცავს.

ყველაფერი 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ჩინელმა მკვლევარმა იანკუი ონმა, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებული ჩვილების პროგრამაში აქტიურად მონაწილეობდა, განაცხადა, რომ საგანგებოდ გამოცალკევებული, კიდევ ერთი გენეტიკური მასალის გამოყენებით, სამყაროს ტყუპები - ლულუ და ნანა მოევლინენ. მეცნიერმა სრული სურათი წარმოადგინა იმისა, თუ როგორ მოქმედებს. ყველაფერს აკეთებს პროგრამა რომელსაც ეწოდება CRISPR. მისი ქვეფუნქციური ელემენტის, CRISPS/cas 9-ის მეშვეობით გენომში გაითიშა კონკრეტულად გენი CCR5, რომელიც აიდ-ინფეცირების საკითებზეა პასუხისმგებელი. ამჟამად, მეცნიერის თქმით, კიდევ რამდენიმე ახალშობილს ელიან - დედები ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე გახლავანო. როგორც ირკვევა, ონი ყოველივეს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ახორციელებდა, თუმცა ჩინეთის სამხრეთის მეცნიერებისა და ტექნიკის ჩიენჟიენის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ, სადაც მეცნიერი მუშაობდა და საიდანაც აუნაზღაურებელ შვებულებაში ჯერ კიდევ თებერვალში გაუშვეს, ყველაფერი სცოდნიათ. მეცნიერმა ამ „უნებლიე გაჟონსვისთვის“ მოიბოდიშა და დასძინა:
ვინაიდან შიდსის ვაქცინა არ არსებობს, ესაა გზა, რომელიც მილიონობით მგრძნობიარე ბავშვს, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, მდგომარეობას მკვეთრად გამოუცვლის. მე ვამაყობ.
მაგრამ საუბარია არა იმ მილიონებზე, რომლებიც ახლა იტანჯებიან, არამედ მილიონებზე, რომლებიც ამის გამო ტანჯვას აცდებიან თუ კი ქვეყნიერებას ამგვარი რედაქტირების შედეგად მოევლინენ. სწორედ ამის გამო, ოპონენტები კვლევის და მისი შედეგების დანერგვის შესახებ საუბრისას, ზნეობრივ საკითს აყენებენ და ყოველივეს არაეთიკურად მოიხსენიებენ. ბევრს საუბრობენ უსაფრთხოებაზე და რისკებზე, რომელიც ყოველივეს ახლავს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გამოჩნდა ტერმინი „ბავშვის დიზაინი“ და ეს ძალიან საგანგაშოა, რადგან საუბარია არსების ინტელექტის, ათლეტიზმისა და სხვა თვისებების „აწევაზე“. საბოლოოდ, ყველაზე რაციონალური წინადადება მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა, გენური ინჟინერიის ცნობილმა სპეციალისტმა ფენ იანმა გააკეთა - იმ დრომდე, სანამ საბოლოოდ არ დადგინდება და დაწესდება უსაფრთხოების ნორმები, გამოცხადდეს მორატორიუმი.
Comments