top of page

რეიტინგი იგი, სისხლხორცეული

იანვრის ბოლოდან, პუტინის რეიტინგი განუხრელად ეცემა. თებერვლის შუაწელიდან გაირკვა, რომ 2006 წლის შემდეგ, ეს უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია - 32%.

უკვე თვის მიწურულს, მარტისთვის დაგეგმილი ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაც კი გადმოიტანეს - იმის იმედით, რომ მორიგი შედეგების გამოქვეყნებამდე, ოდნავ მაინც განსხვავებულ სურათს ნახვდნენ, მაგრამ არსებითი რეზულტატი, არც ამან მოიტანა: 20 თებერვალი - 32,8%. და მიკროსკოპული ცვლილებები მთელი მარტის განმავლობაში. ისე კი, საბოლოო ჯამში, თავად ფედერალური საბჭოსადმი მიმართვების რეიტინგმაც, ბოლო ექვსი წლის ანტირეკორდი მოხსნა.

ექსპერტული წრეები ამას პუტინის 2018 წლის გადაწყვეტილებებით ხსნიან: საპენსიო რეფორმა, ცვლილებები მშპ-ის ირგვლივ. ცხადია, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა „გაპრავება“ და მცდელობა იმგვარი სურთის წარმოჩენისა, როდესაც „ჯანსაღი“ საზოგადოება ადექვატურად რეაგირებს და ვლადიმირმა, ეს იცის, ცხადია - მას მკაფიოდ ესმის „როსიანე“-თა გულისცემა - და ეს, კი უკვე ნახევარი საქმეა. ასეა თუ ისე, ვითარება დიდად არც ამის მერე შეცვლილა და ასეთ დროს, პუტინისგან ბევრი რამ არის მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ის „პატარა ძლევამოსილ ომებს“ ირჩევს ხოლმე, ან დაძაბულობის რამე სხვა ფორმას, რათა მოქალაქე-ზომბები ლიდერის ირგვლივ დარაზმოს. რეალურად, ამას ემსახურება მისი ორკების კარაკასში გამოჩენა - ნიშნად იმისა, რომ რუსეთი კვლავ მსოფლიო ამბების დირიჟორთაგანია. ახალი შეიარაღება უკრაინის აღმოსავლეთში.. ახალი, არაფერი: პუტინი მზადაა სულ დასტებად აგზავნოს ე. წ. საზარბაზნე ხორცი - თავისიც ხოცოს და სხვისი სისხლიც უხვად ღვაროს, ოღონდ დარჩეს იქ, სადაცაა, როგორცაა. ის ამაში სისხლხორცეულადა დაინტერესებული! მაგრამ შავი ზღვა, და ყველაფერი ის, რაც ბოლო ხანს მის ირგვლივ ხდება, შეიძლება იქცეს ამბად, რომელსაც სულაც არ ჭირდება გამოგონება. და ჩვენ? ჩვენ Para Bellum!

P. S. ნდობის რეიტინგში, მას 14,6 %-ით შოიგუ მოსდევს. მესამე ადგილზე, ლავროვია - 13,4 % უნდობლობის რეიტინგს კი, 24,5%-ით, სათავეში „ვლადიმერ ვოლფის ძე იურისტი“ უდგას.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page