top of page

თქვენ გემს, გემს მიხედეთ..

Updated: Jul 15, 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვები გავრცელდა - დაიღალა ხალხი, ყველამ თავის საქმეს მიხედოსო. არ ვიცი, რომელი ხალხის დაღლაზე საუბრობდა..

ალბათ, დილიდან ერთი სამ-ოთხჯერ მაინც მოისმინა „პათხალიმი“ ხელქვეითებისგან - „..აღარ დასრულდა რა ეს უბედურება..“ და ასეთები, და ისინი ჰყავს მხედველობაში. ბუნებრივია, არავინ ჭამა და ცხადია, ამ ინტონაციაში, ოპოზიციურ ძალებთან ერთად საკუთარი პარტიის დასახელება, მაკიაჟია.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ბატონი მერი თვლის, რომ საქმე, რომელიც ასეულობით ათას მოქალაქეს საკუთარ ყოველდღიურობად უქცევია, მათი საქმე არაა. ციფრს არ ვაჭარბებ - ცხადია, მათი რიცხვი, ვინც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების პათოსს იზიარებს, გაცილები აღემატება არა თუ ამჟამად შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობას, არამედ ყველაზე პიკურ დღეს შეკრებილი ადამიანების რიცხვსაც. ხალხი საპროტესტო აქციაზე სამსახურიდან დადის, რავალი ასაკისა და შეხედულების ადამიანები, მართლაც და მრავალფეროვანი (და არა „ჭრელი“, ზოგიერთი იდიოტის არ იყოს) საზოგადოება, ყოველი საღამოს შვიდი საათიდან გაფაციცებულია და მერმა კალაძემ, აგური დავდოთო.

აგურს აწი, თავში თუ იხლის ზოგიერთი, თორემ კედელი, რომელსაც ახალი ქართული სახელმწიფო ჰქვია, სწორედ და კვლავაც რუსთაველზე შენდება - აგური კი, როგორც ვიცით, სიყვარულით უნდა დაიდოს და, თუ მაინც და მაინც გთვლა უნდა ახლდეს, ისევ ხუროთმოძღვისა იყოს, და არა მერკანტილური.

დღეს, კალაძე ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მმართველია, რაც მის წონას ერთი ორად ზრდის, მაგრამ, ხანდახან, სწორედ ამ წონის გამო, მაშინ, როდესაც კაცი თავს კლდედ გრძნობს, ფსკერი ბოლო და, რაც მთავარია, გარდაუვალი გაჩერებაა.

არ მემეტება, დაუფარავად გეტყვით. ვერ ვივიწყებ მის აცრემლებულ სახეს, როდესაც ეროვნულ ჰიმნს ისმენდა.. და ვერც იმ სირცხვილის განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩამიდენია. საერთოდ, ბოლომდე ვერასოდეს „ვწირავ“, რადგან ვითვალისწინებს მის კაპიტნობას, მის ტიტულებს, რაც სიამაყით მავსებს. ძალიან მესიმპათიურება მისი ლამაზი ოჯახი და იმ ავბედითი ორი გოლის შესახებაც, ქადაგად დაცემას, არ ვაპირებ - იქ და მაშინ, ყველა ყველაფერს მიხვდა, კალაძის გარდა. ასეც გახლდათ: ერი მიუხვდა და.. გაუტარა. გაუტარა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს არაფერს ცვლიდა, და დარცხვენილად, მხოლოდ მე არ ვგრძნობდი მის წინაშე თავს. ჰოდა, რამდენიე ჩასაფრებული ვიგინდარის გარდა, მასზე სეროუზულად მსჯელობა, დიდ ხანს აღარავის გაუგრძელებია. ხანდახან, კალაძე საღ აზრზე ისე აშკარად „ძალმომრეობს“, ისეთ აშკარა თეთრზე გვიმტკიცებს, შავია, აზრზე არ ხართო, ისეთ ნოყიერ ნიადაგვს გვაძლევს, რათა ვიფიქროთ, რომ არაა სუფთა... ზოგჯერ, მგონია, სამაგიეროს გვიხდის იმისთვის, რაშიც ინდივიდუალურად არ ვმონაწილეობდით და თუ კი საუბარი საზოგადოების პასუხისმგებლობაზეა, აშკარაა - მომხდარი, მაშინდელი ქართული საზოგადოების სახეს, ერთგვარად, აშიშვლებდა, მაგრამ ამით, თავად ერმაც მწარე გაკვეთილი მიიღო და ზრდა განაგრძო. კალაძემ ეს არასაკმარისად ჩათვალა და შოლტს გვიქნევს, ერთი-ორჯერ გადაგვიჭირა კიდეც. ეს, მას ძალიან ცუდად წარმოაჩენს, თუმცა ფსიქოანალიზი, ალბათ, მოუძებნის რამე ახსნას, თუ კი ასეა. ისე, მომკალით და ვერაფრით ვიჯერებ, რომ ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს ისე და ის, როგორ და რასაც, ხანდახან, დააბრეხვებს ხოლმე. აქ ორი ვარაუდი ჩნდება: ის, უბრალოდ, სიტყვას არ ღალატობს და ეს, ერთი მხრიდან, მის რიგ თვისებებს დადებით კონტექსტში ავლენს, მაგრამ, მეორესმხრივ, ეგებ უბრალოდ რამე ძაფი კი არ გაბმულა მასსა და ივანიშვილს შორის, არამედ ბიძინას, კალაძე კარგა სქელი ბაგირით ჰყავს გამობმული და აქ, საქმე უკვე ფანტაზიაზეა - მიდი და იმარჩიელე, თუ ამ ბაგირის თავი კალაძის კისერსაა მიკვანძული, ბოლო რაზეა გამობმული? ერთი სიტყვით, მოდი ბატონმა მერმა, ვიდრე უფლებამოსილება აქვს, თავისი საქმე ჯეროვნად აკეთოს და საქართველოს, უმისოდაც გავათავისუფლებთ.

არ გაატრაკა!?


Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page