top of page

როცა არ ა„გირჩი“ეს

როგორც მოსალოდნელი იყო, „გირჩი“ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციებს არ შეუერთდება. მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ ვერავითარი ლოგიკა ვერ ახსნიდა მის კავშირს ძალებთან, რომლებსაც ჯაფარიძის და მისი ხალხის იდეაა და ინიციატივები, ერის გადაშენებად მიაჩნიათ.

ეგეც არ იყოს, როგორც აღმოჩნდა, „გირჩის“ ლიდერისთვის, სულაც გაუგებარია ოპოზიციის წამოწყებაც და მოთხვოვნაც. კერძოდ, მან ბრძანა:

პირადად ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ აქციას არ შევუერთდეთ. გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტეს აქციების მოწყობა. რასაც ვკითხულობ, დარღვევების მიუხედავად, საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ, რომ არჩევნები შედგა. ამასთან, მგონი, ყველასთვის გასაგებია, სააკაშვილს რა მიზნებიც ამოძრავებს და ამიტომ არ მგონია სწორი, აქციებს “გირჩი” შეურთდეს

ანუ, სქემა თითქოს ტრადიციულია - ნებისმიერ შემთხვევაში, მოქმედება საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაშინ ვის უნდა დაუკავშირდეს „გირჩი“? არადა, დამოუკიდებლად, ვერც ახლა და ვერც 2020 წელს, ეს გაერთიანება პარლამენტიში ვერ მოხვდება - აკი ადრეც ითქვა, რიგგარეშე მას ყველაზე ნაკლებად აწყობს. გამოდის, რომ მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე ოცნება და ივანიშვილია, რადგან მათი შეხედულებები მარიხუანის კულტივაციის საკითხშიც ემთხვევა და სააკაშვილისადმი დამოკიდებულებაშიც. თანაც ეს, სულ ცოტა, საარჩევნო ფულს ნიშნავს და აქ, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, დააფინანსებენ და შეათრევენ თუ ორი წელი „გამოკვებავენ“ და შანს მისცემენ. არც ერთის და არც მეორის სახსარი, „გირჩს“ დამოუკიდებლად არ აქვს.შეძლებს ჯაფარიძე დარჩეს პრინციპული და არ შევიდეს საეჭვო გარიგებებში? ან, იქნებ და, ის მართლაც უკვე შესულია ამგვარ კავშირში და იმთავითვე, შეთანხმების ჩარჩოებში მოქმედებს? ეს აზრიც გამოითქვა, თუმცა ლოგიკური ბმები ჯერჯერობით ერთდერთი არგუმენტია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page