რუსეთს ინტერპოლი „აეხა“
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 21, 2018
- 1 min read
გახსოვთ, ამ რამდენიმე თვის წინ, ყველასთვის მოულოდნელად, ინტერპოლის პრეზიდენტი, მენ ჰუნვეი მატარებელში გაქრა?..
კარგახნის ძებნის შემდეგ, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, ოფიციალურმა პეკინმა აღიარა, რომ ის დაკავებულია, რადგან კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

მას მერე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა რუსეთის წარმომადგენელსა და ამჟამად მოქმედ ვიცეპრეზიდენტს, ალექსანდრ პროკომჩუკს დაეკისრა. დადგა ახალი არჩევნების საკითხიც. და დაიწყო კამპანია. აშშ და დასავლეთის რიგი სახელმწიფოებისა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის წარმომადგენლის ამ პოსტზე არჩევას, რაც, გათვალისწინებით კრემლში კრიმინალების მოკალათებისა, სავსებით ლოგიკურად გამოიყურება. არადა, თითქოს რუსი საარჩევნო რბოლის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საბოლოოდ, პროკოპჩუკს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშიც დასდეს ბრალი და რაღაც ყალბი ორდერების თემაც გაჟღერდა.
ცხადია, დასავლურ მედიაში მიმდინარე მამხილებელ კამპანიას, რუსეთმა მიზანმიმართული და დაუშვებელი უწოდა, მაგრამ ამას არ შეუცვლია რეალობა, რომელიც დადგა - პროკოპჩუკმა არჩევნები სამხრეთკორეელ კიმ ჩენ-იანთან წააგო - გამარჯვებულს 194 წევრი სახელმწიფოს ხმა ერგო. ის მოვალეობას იმ მომდევნო ორი წლის მანძილზე შეასრულებს, რომელიც წინა პრეზიდენტს დააკლდა.
Opmerkingen