რუსეთში მომავალი ჩინეთი „იბრაწება“
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 30, 2019
- 2 min read
ტყის ხანძრებმა, რომელიც რუსეთში აგიზგიზდა, არნახული მასშტაბები შეიძინა. ყველაზე მოკრძალებული მონაცემებით, ახლა ლამის 3 მლნ. ჰექტარი იწვის, რაც არა ერთ სახელმწიფოს და, მათ შორის საქართველოს, ზომას აღემატება. თუმცა არის სხვა მონაცემებიც. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი Greenpeace აცხადებს, რომ ხანძრის მიერ მოცული ტერიტორიის მასშტაბი 10 მლნ. ჰექტარს აღემატება. სტიქიის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების მოსახლეობა, სუნთქვის შეუძლებლობას უჩივის, ქალაქებს, თავზე კვამლის ღრუბლები ადგას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - არავინ მოქმედებს - კონტრზომები, თითქმის არ შეინიშნება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ზარალი, რომელიც შეიძლება მიადგეთ. აი, ნათელი დასტური იმისა, თუ როგორია სახე ოლიგაქრიული მმართველობისა. თუ გნებავთ, ნურაფერს ვიტყვით საკმაოდ მრავალფეროვან ფაუნასთან დაკავშირებით, რომლიც სავალალო დღეში ჩავარდნილა. მხოლოდ ნარგავების აღდგენას, ამხელა ტერიტორიაზე სულ ცოტა 10 წელი ჭირდება. და არანაკლებ ნიშანდობლივი - რუსეთი, რომელიც რაღაც ჰეგემონიაზე, კაცობრიობის პროგრესის ლოკომოტივობაზე აცხადებს პრეტენზიას, იმასაც კი ვერ აცნობიერებს, რომ ახლა, პრობლემები მის ტერიტორიაზე, მთელი პლანეტის, კაცობრიობის პრობლემაა. საბჭოეთის მერე, მანდ აზროვნებაში ბევრი არაფერი შეცვლილა - ასე იყო ჩერნობილთან დაკავშირებითაც - ვიდრე დასავლეთმა განგაში არ შემოსძახა, ჩვენც კი არაფერს გვიმხელდნენ, მოქალაქეებს.
ახლა კი, საგაზეთო წერილზე პასუხივით, სერიალის პასუხი გადაუღიათ და უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყეს სიცრუის პნევა. ეს ხალხი ცხოვრობს სხვის ჯინაზე და ეს ძალიან ტრაგიკულია. ეს წმინდად რუსული დამოკიდებულებაა - არაფერია იმაზე რუსული, ვიდრე განცდა იმისა, რომ პლანეტაზე წესით მარტო უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან სხვებიც არიან, და ჯერ ყველა არ გარუსებულა, ერთი ამ პლანეტის დედაც ვატირე!.. მტკიცებულება?
რეალურად, კაცმა რომ თქვას, ამის გაგება შეიძლება - საქართველოს გარეშე, ეს სამყარო არც მე მსურს და ალბათ თავისი სამშობლოს მიმართ, ყველა ასეა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ მზად, რომ საქართველო მთელი კაცობრიობის, ცივილიზაციის განადგურების მიზეზი გახდეს. და იცით რატომ? მარტივია: მიყვარს. საქართველოში მიყვარს ის სამყაროც და კაცობრიობაც, რომლის ნაწილადაც თავს განვიცდი. და მიყვარს ჩემი წვლილი ამ ცივილიზაციაში და მას ვერ გავანადგურებ. აი, ამას კი, როგორც წარმომადგენელს ხალხისა, რომელსაც თავისით კაცობრიობისა და ცივილიზაციის ყუალაბაში არაფერი შეუტანია არეულობისა და სისხლის გარდა, მზაკვრობისა და ღალატის გარდა, უყვარს მხოლოდ თავისი თავი რუსეთშიც და სამყაროშიც. და აი, სწორედ ამიტომაც, დაასრულებს თავისი ბნელი შეხედულებების შესაბამისად. რომელი საუკუნეც უნდა იდგეს და რაოდენ განვითარებულიც უნდა იყოს ადამიანთა შეგნება, ის მაინც დიდის სიხარულით დათანხმდება შესაძლებლობას, რომ დასჯისა და გაკიცხვის გარეშე იყოს ცხოველი.
პუტინი ამას ნახავს. და ნახავს ამის ყველაზე საშინელ ვერსიას, რადგან აქაც, არაფერია ისე რუსული, როგორც ლტოლვა სისაძაგლისკენ, სისასტიკისკენ, ძალადობისკენ.. გოგოლის სიტყვები გავიხსენოთ: „რუსს აქვს დაუოკებელი ლტოლვა მზაკვრობისაკენ. მართალია, მან ამით, შესაძლოა, ვერაფერი იხეიროს, მაგრამ მოყვასს, მზაკვრულად მაინც მოექცევა.“
ეჭვგარეშეა, და ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესს, დამეთანხმება, რომ ამ გადაბუგულ ტერიტორიას, ნელა და სწორედ აღმოსავლური მოთმინებითა და დუნე ტემპით, ჩინეთი დაისაკუთრებს.. შეარგოს.
Comments