top of page

რუსი, როგორც ასეთი

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი ახალი ამოქმედებული იყო. შორი-ახლოს მდებარე ამიერკავკასიის საოლქო-სამხედრო შტაბის მიმართულებით, საბჭოთა არმიის სამშენებლო ბატალიონის მონღოლოიდური რასის რიგითები, თხრილის გაყვანეს შეუდგნენ. დანიშნულებაზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კაი მაჯის სისხო კაბელი უნდა ჩაედოთ - ეს ჩანდა.

შუააზიის შვილებს თაკარა მზით რას გააოცებდი, მაგრამ თბილისის სიცხე, იმ წელსაც პაპანაქები იყო და ამ წერაქვის ქნევითა და დაღრეცილი „ლაფატკის“ ფხაკა-ფხუკით გამწყდარ რიგითებს, დიდი ჯაფა ადგათ, ოფლიც ბლომად სდიოდათ.

ree

ნაშუადღევს, ახლანდელი ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე, ერთ პატარა ეზოში მაცხოვრებელი კაი კაცი, იქვე მისავათებულ სამხედროებთან გავიდა. ორი რიგითი ტაჯიკი თუ უზბეკი, რუს ხელმძღვანელთან ერთად.

შინ მიიპატიჟა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ქართული სიუხვით გაუმასპინძლდა.

ბოლოს, სუვენირები ჩამოურიგა, თითო კოლოფი სიგარეტი უფეშქაშა და გამოისტუმრა.

რუსმა საჩივარი დაწერა, საიდან საბჭოთა მოქალაქეს ეს დოვლათიო.

ის ანეგდოტი ხომ გახსოვთ, რუსი და რომელიღაც დაპყრობილი ერის შვილი, სადღაც ტუნდარასა თუ ტაიგაში რომ დაიკარგებიან? მოკლედ, დაღლა დაღლად და შიმშილს რაღას უზამდნენ? ერთხელაც, სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად, ცივ მჭადს იპოვნიან. რუსი ხელს დაავლებს და თანამგზავრს ეტყვის, ძმურად გავიყოთო.

ძმურად არ გვინდა, მოდი შუაზე გატეხოთო, მიიღებს პასუხად.

რა ნაცნობია არა რუსული ძმობის ეს „იერი“?

მეზობლის აყვავებული ბაღ-ბოსტანის შემხედვარე რუსი, იმაზე კი არ ოცნებობს, რომ თავადაც ჰქონდეს რაღაც ამგვარი, არამედ ნატრობს, რომ რამემ (მაგალითად, ხანძარმა) მეზობელს ნაჯაფ-ნაშრომი გაუნადგუროს.

არაფერი რუსს ისეთ სიამოვნებას არ ჰგვრის, როგორც სხვისი მარცხი. როგორც გოგოლი ამბობდა, რუსს აქვს რაღაც დაუოკებელი ლტოლვა სიმუხთლისკენ. ის აქედან სარგებელს ვერ ნახავს, მაგრამ მოყვასს სარმას, მაინც გამოსდებსო.

ეს ერი ჯინაზე ცხოვრობს.

რუსი არასოდეს ფიქრობს ურთიერთხელსაყრელობაზე. მას არ შეუძლია სარგებელი ნახოს იქ, სადაც ამ სარგებელს სხვაც ნახავს - ის მხოლოდ თავისაზე მაფიქრალია.

მას უყვარს, როდესაც გაგთელავს, გაგსრესს და მერე, მოგეალერსება და მადლიერსაც კი დაგტოვებს, რომ არ მიგატოვა.

წარმატებული საქართველო, რუსეთის კუბოში ბოლო ლურსმანია, რადგან, სულ ცოტა კავკასიისთვის გახდება აშკარა, რომ თურმე რუსეთის გარეშეც შესაძლებელია მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა. და თან ამ ნაძალადევი და საკმაოდ ძვირად დამჯდარი მშვიდობისა და ილუზორული კეთილდღეობის მულიაჟებსაც, საახალწლო კანფეტივით, არავინ შემოგაყრის - აკეთე შენი საქმე და კაცობრიობასაც შეეწიე წინსვლაში.

მაგრამ რუსს ასწლეულებია უნერგავენ, რომ არის რაღაც კაცობრიობა და არის რუსეთი.

რუსეთს სურს და ძალუძს გაუძღვეს კაცობრიობას, მაგრამ კაცობრიობას მისი დაღუპვა განუზრახავს და დროა, მუხლებიდან წამოდგეს ტყვიამფრქვევის „ამბრაზურაზე“ გადასაფარებლად.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page