top of page

რუსული ავიაციის „ჟიგულიზაცია“

Updated: Feb 7, 2019


Updates 06.11.2018


2017 წელს, ავიასალონ „ლე-ბურჟეში“ რუსეთმა ამაყად წარადგინა მსუბუქი ავიაგამანადგურებელი МиГ-29М და იქვე, „როსობორონექსპორტის“ შეფმა, ალექსანდრ მიხაევა განაცხადა, რომ უკვე გაფორმებულია კონტრაქტი ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებთან და პირველი მიწოდება, განხორციელებულია კიდეც. დაკომპლექტებულია ინსტრუქტორთა შემადგენლობაც, რომელიც ეგვიპტეში ადგილობრივი პილოტების საწრთვნელად გაიგზავნებოდნენ. მოგიავენებით, ეს ეგვიპტის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მუხხამად ელკეშკიმაც დაადასტურა და დასძინა, რომ გათვალისწინებული რაოდენობა ჯერ არ მიუღიათ და კონტრაქტის შესრულება გეგმიურად მიმდინარეობს. კონტრაქტი კომერციული გახლავთ და ჯამში, 46 МиГ-29М/М2 ეტაპობრივ მიწოდებას ითვალისწინებს. გუშუნდელი ცნობით, სამწრთვნელო გაფრენისას ერთი ეგვიპტური საფერნი აპარატი ჩამოვარდა. მანამდეც იყო ამგვარი შემთხვევა, იმავე 2017 წელს, თუმცა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა. მაშინ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, ადამიანურ შეცდომაზეც საუბრობდნენ. ახლა ის საქმე რა სტადიაში, არ ვიცი. ისევე, როგორც არც „ლე-ბურჟეში“ და არც ეგვიპტის ხელისუფლებაში არ იცოდნენ, ან არ იმჩნევდნენ პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ საფრენ აპარატთან დაკავშირებით, ინდოეთს შეექმნა.

ამჟამად, ინდოეთის ხელისუფლება სრულ გაუგებრობაშია, ვინაიდან მიუხედავად კოლოსალური ხარჯისა, მისი დამრტყმელი ავიამზიდები საფრენი აპარატების გარეშე დარჩნენ.

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ ავიამზიდებისთვის შეკვეთილი და შეძენილი რუსული „მიგ-29“ წუნდებულია

აპარატები, საბრძოლო ვითარებაში მოქმედებას კი არა, ავიამზიდის ბორტიდან აფრენასაც ვერ ახერხებენ, ხოლო აფრენის შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი ბორტზე დაბრუნდა, იგი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს

Defence News, რომელმაც ამ ვითარების შესახებ დაწერა, თვითმფრინავის ბორტზე დაშვებას ავიაკატასტროფას უწოდებს და იქვე აღნიშნავს, რომ ინდოეთის ხელისუფლების მიერ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსული „მიგ-29k“ და „მიგ-29 kub“ ინდური საზღვაო ავიაციის ერთადერთ დამრტყმელ ძალად მოიაზრებოდა. რთული ვითარებაა - კონტრაქტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო რუსეთი თავს შორის იჭერს და მკაფიოდ განმარტავს: არსებული კონტრაქტი შემდგომ რემონტსა და სხვა უფასო მომსახურებას, ასევე სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და მსგავს ღონისიებებს, არ ითვალისწინებს, ეს სხვა კონტრაქტის თემააო. ინდოეთის ხელისუფლებამ ამას საქმიანი ეთიკის დარღვევა უწოდა, მაგრამ, რეალურად, ეს მართლაც ასეა - ინდოეთს, სლენგით რომ ვთვათ, აჭამეს. როგორც ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარი ადმირალი, არუნ პრაკაში აცხადებს, „რეალურად, ინდოეთმა ამ საფრენი აპარატის საბოლოო დახვეწის და გამართვის ბოლო ეტაპი დააფინანსა.“ ალბათ გახსოვთ, ამ მოდელის თვითმფრინავებმა კატასტროფა რუსეთის სირიული აქტივობების დროსაც განიცადეს. ეს კადრები შარშან მთელმა მსოფლიომ ნახა - ერთი მათგანი დაჯდომამდე გადავარდა ბორტიდან, ხოლო მეორე, ავიამზიდიდან, ჰაერის ნაცვლად, ეგრევე წყალში გადაეშვა. ინდოეთი სახელმწიფო კომპანია Hindustan Aeronautics Limited (HAL) რუსებთან შეთანხმების მიღწევას ამჯობინებს, რადგან დღევანდელი ვითარებით, მწარმოებლის მონაწილეობის გარეშე, ინდოეთი ვერ შეძლებს ყველა ხარვეზის აღმოფხვრას. ამჟამად, კომპანია 113 აპარატისათვის ძრავს ცვლის და სათადარიგო ნაწილების ალტერნატიულ წყაროებს დაეძებს. მანამდე კი, ხელისუფლებას ისღა დარჩენოდა, ახალი ტენდერი გამოეცხადებინა, რათა ეს „სამხედრო დეფიციტი“ შეევსო და დასავლელი მწარმოებლებისგან, უკვე დიდი ინტერესიც დაფიქსირდა, მაგრამ ის მილიარდები? რუსმა აქაც ირუსა - ინდოეთს ლამის ორი ამდენი სახელმწიფო ვალად აქვს აღებული და კრემლი სწორედ მასზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, საქმე ამ ურთიერთჩამოწერებით დასრულდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთმა, როგორც არასანდო პარტნიორმა, ეს „თიკუნი“ უკვე საბოლოოდ დაიმკვიდრა.


 
 
 

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page