top of page

რუსული საქმე

Updated: Apr 19, 2019

რამდენიმე ხნით ადრე, ჩანაწერში, რომელიც ტერმინის - „სამხრეთ ოსეთი“ - წარმოშობას ეხებოდა, აღვნიშნე, რომ რიგ კორესპონდენციაში, რომელიც საქართველოდან პეტერბურგის საიმპერატორო კარზე იგზავნებოდა, „ტუზემცებად“ მოგვიხსენიებდნენ.

ree

ახლა, მსურს შეგახსენოთ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II, რომელიც 200 წლის წინ, 1818 წელს მოევლინა სამყაროს და ტახტზე 1855 წელს, ანუ ჩვენი „ტუზემცებად“ მიჩნევიდან, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ავიდა.

1863 წელს, პოლონური ამბოხის სისხლში ჩახშობის შემდეგ, იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ, თავისი ურდოები ასე დამოძღვრა:

„შეგახსენებთ, რომ ევროპა რუსეთი არ არის, კასტრომა კი ვარშავა, ამიტომ გიბრძანებთ, რომ ვარშავულ ბალ-მასკარადებზე, საცეკვაო დარბაზის კუთხეებსა და სცენაზე არ მოისაქმოთ (!) და საჭიროებისთვის ბაღის ბუჩქებში გადით. უკანალი თითებით კი არა (!), ფოთლებით გაიწმინდეთ - ეს დედა-რუსეთი არ არის და ევროპაში ჩვენი რუსული ჩვევები შეიძლება ვერც გაიგონ. ცეკვის დროს ქალბატონებს კორსეტებში არ ჩაუხტეთ - გახსოვდეთ, რომ თქვენ ტვერში არ ხართ და „დურაკას“ არ თამაშობთ. თავადის გათხოვილ ქალებზე მათი ქმრების თანდასწრებით ნუ იძალადებთ - ეს ჩვენი გლეხის ქალები კი არა, ევროპელი ქალბატონები არიან და იქ ამას ვერ გაიგებენ.“...

მეთვრამეტე საუკუნის სამოციანებში, როდესაც ავანტიურისტი გენერალი ტოტლებენი საქართველოში მოავლინეს, მას თან ახლდა ფრანგული წარმოშობის ადიუტანტი, დე გრაი დე ფუა. მაშინ, მათში ვინ ვისი აგენტი იყო, კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია, დე გრა დე ფუა ვრცელ რელაციებს ფრანგულად წერდა. ერთ-ერთ ჩანაწერში, ის იხსენებს სცენას, როდესაც ტფილისის სასახლეში, ერეკლეს სადილად მიუწვევია. რომ მივედით, თოთხმეტნი აღმოვჩნდით, მაგრამ ამდენი სკამი მეფის სასახლეში არ აღმოჩნდა, აღარ ხმარობდნენო.... მუთაქებზე ვისხედით? საბოლოო ჯამში, იმის თქმა მსურს, რომ ოდესღაც საქართველოც იყო მაგალითის მიმცემი და პროგრესის გამოხატურლება, მაგრამ იმ დროდან საუკუნეები იყო გასული და მაშინ, ირანის ფონზე, ასეთად რუსეთი გამოიყურებოდა. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მხოლოდ გრიმი ჰქონდა, რასაც იმპერატორის ზემომოხმობილი ინსტრუქციაც ცხადჰყოფს. დღეს რუსეთი რეგრესია!რეგრესისი მიმართულებით არ უნდა ვიმოძრაოთ!

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page