საარაკო ცხრა დღე
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 2, 2019
- 3 min read
Updated: Aug 9, 2019
„ტამიშის ბრძოლები“.. - თანამედროვე საქართველოს ისტორიაშია, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, თუმცა, ამავე დროს ჰეროიზმით აღსავსე დღე, 1993 წლის 2 ივლისი გახლდათ - რუსეთმა ტამიშთან გაძლიერებული სადესანტო დაჯგუფება გადმოსხა - კატარღიდან გადმოსული 600-მდე რუსი მედესანტე, არც სეპარატისტთა სამოხალისეო პოლკი გახლდათ და არც „მთის ხალხთა კონფედერაციის“ ველური ასეული - ეს რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფება იყო და მისი ასე ღიად მონაწილეობა, სხვა ყველაფერთან ერთად, წინააღმდეგობის გამწევთა სრულ განადგურებას გულისხმობდა, რათა „ამბის წამღებიც“ არ დარჩენილიყო და ეს აგრესიის ღია აქტიც, „დამოუკიდებლობისთვის“ მებროძლ ძალებს მიწერებოდათ.
რუსული დესანტის ეს „არსაიდან“ გაჩენა ქართული სარდლობისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, თუმცა რეაგირებამაც არ დააყოვნა. ყველაფერი პირველი გააფთრებული წინააღმდეგობით დაიწყო.
დარტყმა 52 მებრძოლისგან შემდგარმა რაზმმა მიიღო - სამწუხაროდ, ყველა მათგანი დაიღუპა, თუმცა თანამაბერძოლებისათვის ესოდენ საჭირო დრო, ნაშოვნი იყო - ბრძოლაში სხვა შენაერთებიც ჩაერთნენ.

მორიგი შეტევა ტამიშში და ზემო კინდღში განლაგებულ ნაწილებზე მიიტანეს. დესანტთან ერთად, სეპარატისტული ფორმირებებიც გააქტიურდნენ - როგორც წესი, უკან მიმყოლ ძალად.
ამ ჯგუფმა, ჩრდილოეთიდან შინაგან ჯარებს შეუტია.
პარალელურად შეტევა დაიწყო ზემოდან, ლაბრის მიმართულებით, სადაც დუშეთის ბატალიონის ბიჭები იდგნენ. მათ მიერ გამოვლენილი გასაოცარი სიმტკიცე, რუსებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დუშელთა დახმარების არანაირი საშუალება არ იყო, დაჭრილების ევაკუაციაც კი ვერ ხერხდებოდა.
პირველ საათებში, ჩვენი დანაკარგი 300 მებრძლოს აღემატებოდა.
ჯერ შუადღეც არ იყო, როდესაც ქართულმა სარდლობამ ჩვენს პოზიციებზე ბაბუშერადან სადესანტო-საშტურმო ბატალიონი გადმოსროლა. ამით თავდაცვის ხაზი შეიკრა და ქართულ ჯარს, პოზიციები აღარ დაუთმია. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის 23-ე და 24-ე ბრიგადების ბრძოლაში ჩართვამ - ამ შენაერთებში, ძირითადად, ადგილობრივი ქართველობა იბრძოდა. თავდადებითა და დაუღალავად ამუშავდა ქართული არტილერია.
სამწუხაროდ, ბოლო დრომდე, არ არსებობსდა არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ დესანტი რუსული გახლდათ, თუმცა „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა“ ამ კადრებს მიაგნო, სადაც, სულ ცოტა, ის მაინც ჩანს, რომ ისტრუქტორები რუსი ოფიცრები გახლავან.
საბოლოოდ, ბრძოლა, რომელიც 9 დღეს გაგრძელდა, რუსული დესანტისა და მათი დამხმარე ძალების განადგურებით დასრულდა და უკვე 11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი სრულფასოვნად ამოქმედდა. ცხადია, მთელი ეს ოპერაცია სოხუმის აღების მოსამზადებელი ეტაპი გახლდათ, თუმცა, ჩვენი მებრძოლების თავდადებამ, ქალაქის დაცემა რამდენიმე თვით გადაავადა.
ახლახანს, დუშეთის ბატალიონის დაღუპულ მებრძოლთა სიას გადავაწყდი.
უკეთ ვიცნობდეთ გმირებს! გაავრცელეთ:
1. 1950 წ. დაბადებული გედევანიშვილი ვასილი ადამის ძე - რიგითი. | 2.07.1993 ლაბრა ტამიში
Comments