top of page

„სალდათი“ მარია

ასე იცის ბანქომ.. და სხვა აზარტულმა თამაშობებმა: ის, რაც საგანგებო სვლად თუ ნაბიჯად გაქვს გადანახული, შესაძლოა იქ და იმ დროს გახდეს საჭირო, სადაც სულ სხვა ამოცანის წინაშე ხარ, ვიდრე ვარაუდობდი. შენს გარშემოა მდგომარეობა, რომელშიც აი, ეგ სვლა კი დაგრჩა, მაგრამ კაცმა არ იცის, მისი გაკეთების შემდეგ, რა ვითარება შეგექმნება.

ეს, და კიდევ უფრო მაღალი რისკები, ამ საქმიანობაში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, ისევე, როგორც ნებისმიერ საქმეში, მაგრამ როდესაც საკითხები ერების, სახელმწიფოთა და ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის საკითებს ეხება, ცხადია, ყველა ხვდება, რომ ეს სხვა სიბრტყეა, თუნდაც რისკის საფასურის კონტექსტში.

რუსულ სინამდვილეში, გაუგებრობები მხოლოდ ერთი მეთოდით ირკვევა - სხვა, უბრალოდ არ იციან, და ამის სადემონსტრაციოდ, ერთი არც თუ ახალი, თუმცა აქტუალური ანეკდოტის ფინალიც კარგია: „..რუსეთმა კი, როგორც ყოველთვის, ვერაფერი გაიგო და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, სარაკეტო დარტყმით დაიმუქრა“.

მარია ზახაროვას ადრინდელი გამოსახულებები თუ გინახავთ და იმასაც ადევნებდით თვალს, თუ როგორ აბობღდა იქ, სადაც ახლა იმყოფება, არ გაგიჭირდებათ წარმოიდგინოთ, რა ფენომენია, რასაც ეს ძალიან „სალდათი“ ქალი განასახიერებს - საბჭოთა რუსეთი. ანუ ათეისტური რუსეთი, მთელი თავისი საშინელებით, ზედ მსუყედ გადაგლესილი იმპერიული, შოვინისტურ-ველიკოდერჟავული „გუტალინით“. რა გასაკვირია და, პუტინის ოლიგარქიულ იმპერიაში, სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი, ვინაიდან აკმაყოფილებდა ყველაფერს - მენტალური, ვიზუალური და სხვა ათასი ნიშნით, რომლის „სტანდარტიზაციის“ დროსაც, მხედველობაში მიიღება ისეთი თითქოს უმნიშვნელო მახასიათებელი, როგორიცაა ხმის ტემბრი, მეტყველების აპარატის „ქნევა“ და ფოლადისებრი ჟღერადობები. ამ ყველაფრის მართვა და ეფექტურ ინსტრუმენტად ქცევა და.. ერთი სიტყვით, რუსეთში ამგვარ პოზიციაზე, მხოლოდ საგანგებოდ გამოწრთვნილი ოფიცრები ხვდებიან და ზახაროვა მაღალი რანგის ოფიცერია. და სერჟანტ პავლოვივით, სიკვდილამდე დამდგომია - ყოველ შემთვევაში, „როჟით“ ეგრეა. ერთი ეგაა, რომ პავლოვი ნანგრევებად ქცეულ, თუმცა სტრატეგიული მდებარეობის ნაგებობას იცავდა, ხოლო ზახაროვა და მისი ბოსები, ნანგრევების დაცვას იცავენ - დაცვას, როგორც პონტს. დასაცავი კი არაფერი აქვთ, რადგან არც ისე შორეულ მოვალაში მათი წიაღისეული ისეთივე „საჭირო“ გახდება, როგორც არც თუ შორეულ წარსულში, ქვანახშირი გახდა, მაგრამ დაცვის ტრადიცია, მუდამ უნდა იყოს დაცული. ეს პარანოიდალური სახელმწიფოა და ეს სწორედ ამის შედეგია.

ეს „ისტერია“, რომელიც, ერთის მხრივ, მსოფლიო მისიის შესრულებისკენ უბიძგებს (თუმცა, რუსეთს, ესეც მხოლოდ სათავისოდ ესმის და არა საკაცობრიოდ) და მეორესხმრივ, არ წყვეტს გამუდმებულ შეხსენებას, რომ რაც უკავია, მას არ გეკუთვნის, მის არაა და ერთხელაც, პატრონი მოაკითხავს რუსეთს აიძულებს ექსტრემალურ ვითარებაში იყოს. ეს ხელისუფლებასაც აწყობს, რადან მოსახლეობისთვის რიგი საკითების ახსნა და „გაპრავება“ იოლდება. და მუდმივად იქმნება საფრთხეები - ლოკალური, რეგიონალური, მსოფლიო და რუსსაც, მეტი არაფერი სურს - მხოლოდ განცდა, რომ რაღაცას წარმოადგენს, და ეს, როგორც წესი, იმ კატოგორიის თუ წარმომადგენელთა „ოდისეა“ გახლავთ, რომელმაც იცის, რომ სინამდვილეში სრული არარაობაა და ამიტომაც სურს ეს მუდმივი დარწმუნებები, რომ ეგებ და ასე არ არის. აქედან გამომდინარეობს რუსეული პოლიტიკის ყველა სახე, ასპექტი და თავისებურება. ესაა ღონიერი, მაგრამ უწიგნური ბავშვი, რომელიც ამის კომპესაციას ძალადობით და ბულინგით ახდენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიცრუის სამსახურში დგომის სანაცვლოდ, „პაკეტში“ იგულისხმება მაღალი სოციალური სტატუსი, თანამდებობასთან დაკავშირებული სარგებლები, გახსნილი კარებები, შემოკლებული გზები და ა. შ. ეს ყველაფერი გარანტირებულია იმ დრომდე, ვიდრე საჭირო ხარ და ასრულებ დაკისრებულ სამუშაოს. თქვენც შენიშნავდით, ახალ საზოგადოერივ ფორმაციაში, ანუ, ძალიან ზოგადად რომ ვთქვა, საბაზრო ეკონიმიკისა და სიტყვის თავისუფლების ეპოქაში, საბჭოთა მენტალიტეტმა ახალი უნარები შეიძინა, თუმცა საბოლოოდ, მაინც მახინჯ მუტანტად დარჩა. და ის, ვინც მზადაა სარგებლის სანაცვლოდ, იყოს დაწინაურებული მუტანტი, იხდის ამ ყველაფრის საფასურსაც და ზოგჯერ, ფასი ძალიან მაღალია. მნიშვნელობა არ აქვს პოზიციებს და იერარქიას - თავის საფასურს იხდის ყველა, ვინც „დიდი მაგისტრის“ სიახლოვესაა.

ზახაროვას შემთხვევაში, თავიდან ეს სისულელეების, ეპატაჟური და დაუსაბუთებელი, ისტერიული და იმპერიული აზროვნების მარგალიტებისგან, ძეწკვად აწყობილი განცახდებების კეთება გახლდათ. ლონდონური ამბებისა და სკრიპალების ტრაგიკული ისტორიის დასაწყისი გახსოვთ? და ის, თუ როგორ ელავდნენ ზახაროვას თვალები, როდესაც რაკარუკივით გამოაქუხა, ხომ არ გინდათ ღილაკი გამოვიყენოთ და აღგგავოთ პირისაგან მიწისაო?... მოკლედ, ძუ ლავროვი შევარქვი და მართლაც ასეა - დღეს ის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ძუ ვერსიაა. და სწორედ აქ ჩნდება „ჰომოსოვიეტიკუსის“ მისი ბოლო გამოსვლები ტიპიური რუსული შანტაჟი გახლდათ. უკრაინის საკითხზე და „აზოვის კრიზისზე“ რუსული ნარატივის უხვად ღვრის მერე, შეიძლება ითქვას, მან უკრაინაში პირდაპირი სამხედრო შეჭრის შესაძლებლობა არ გამორიცხა და, რიგ დიდ ქალაქებს, დაემუქრა კიდეც. იქვე, სიმფეროპოლის მაგალითი მოიხმო და თქვა: „რუსეთის ისტორიაში, იყო შემთხვევები, როდესაც დავიკავეთ დასახლებული პუნქტი და დავტოვეთ რეგიონის ცენტრი.“ სიმადვილეში მთელი ყირიმის სახანოს პირისაგან მიწისა აღგვა იგულისხმება, მაგრამ რუსებს ხომ ისტორიაც თავისი აქვთ? მართლაც, სიმფერეპოლი, ყირიმის ნახევარკუნძულის ეს მსხვილი ქალაქი, სახანოს გაუქმებისა და რუსეთთან მიერთებისას, არ ატარებდა იმ სტატუსს, რომელსაც მას შემდეგ ატარებს (სტატუს რუსეთში, თორემ ისე, სახანოს მთავარი ქალაქიც კი გახლდათ.), რაც რუსეთის „მზრუნველი“ ყურადღების საგანი გახდა... საბჭოთა უკრაინაში. ახლა კი, ოკუპირებულ ყირიმში. მასთან სახმელეთო ბმა სასიცოცხლო ინტერესია და სიმფეროპოლი არ გახლავთ ის, რისთვის სისხლისღვრასაც რუსეთი აანონსებს. იქ სისხლის მდინარეები უკვე იყო. აქ სხვა მსხვილი ქალაქების არამცთუ დაკავება, მყარად შენარჩუნება გახლაავთ ამოცანა. სტრატეგიული მიზნები მოითხოვენ ამას. ამოცანა შავ ზღვას უკავშირდება. დიდი კონსტრუქციაა და თემას დაგვაშორებს. ვიტყვი მხოლოდ, რომ თუ ერთელაც სასწაული მოხდა და რუსეთი საერთაშორისო ნორმებში ჩაჯდა, მას რჩება მხოლოდ პორტი ნოვოროსიისკი, რომელიც ექვსი თვე გამოუსადეგარია, სამხედრო ინფრასტრუქტურას არ ფლობს და, რეალურად, რუსეთი შავი ზიდან წავა. ერთი სიტყვით, ეს მუქარა გაჟღერდა მაშინ, როდესაც გაერო და მსოფლიოს ლიდერები სწორედ „აზოვის კრიზისს“ არჩევდნენ. არგენტინულ სამიტზე ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთმა უკვე „გადაიმასიქნა“. მორიგმა რუსულმა შანტაჟმა, ის სასურველი ეფექტი არ იქონია, რადგან პუტინს მაინც არ მიესალმნენ, უყურეს ვითარცა შორეულ, ღარიბ ნათესავივს და „დაიშალნენ“. შეჭრა, ცხადია, არ მოხდა. ნუ, ჯერ ასეა.

აქ, როლი უკრაინის მზადყოფნამაც ითამაშა - რუსეთი მიხვდა (ან თავიდანვე იცოდა), რომ ბლიცკრიგს ვერ გაქაჩავდა. ხანგრძლივი ზამთრის ომი კი, ძალიან ძვირია და შესაძლოა კიდევ უფრო ძვირიც დაუჯინონ. და თითქოს ეს ისტორია აქ უნდა დასრულდეს, მაგრამ საქმეში უკვე საქართველო ერევა და აქ სურათი გაცილებით მასშტაბური ხდება. მსოფლიო პრესაში გამოჩენილ კვლევაზე მსურს გითხრათ. არსებობს ვარაუდი, რომ მთელი ეს საზღვაო ორომტრიალი, მხოლოდ ცრუ მოძრაობა გახლდათ, რათა არჩევნები საქართველოში არ ყოფილიყო ყურადღების მთავარი ობიექტი. ამ ჩანაწერს შეძლებისდაგვარად მალე დავდებ.


 
 
 

댓글


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page