სარკო... მა
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 14, 2018
- 1 min read
Updated: Feb 18, 2019
მეტი რაღა უნდა დაგვემართოს - პატივს გვდებს კაცი, ვისი უფხობითაც, რუსეთმა შეძლო და ტრადიცია არ დაარღვია - ქაღალდი, რომელზეც პირობები დაიდო, უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ხელმოწერა, რომელიც მას სარკოზიზე მთხლე მედვევდევმა დაადო და რომელსაც კრემლი ყოველთვის უხვად არიგებდა.

ეს დაბალი რეპუტაციის კი არა, ურეპუტაციო კაცია, რომელსაც, ერთხანს, ბორკილებიც დაადეს და სწორედ მისი მეცადინებობითაა, რომ მარინ ლე პენის მსგავსი ელემენტები, მშობლიურის ნაცვლად, ფრანგებისთვის რუსულ შანსონებს უკვეთავენ. თურქმენეთის რომელიღაც მინისტრ-დეკორაციაც კი უფრო ნაკლებად შეურაცხმყოფელია, ვიდრე ამ ცუდი ფრანგის ჩამოსვლა. ეს ძველი ამბავია და ბოლო ათწლეულების ევროპას სჭირს, ვითარცა სენი: უკურნებელი „რუსეთის კომპლექსი“ და მწვავე „სინდრომი ამერიკისა“. სარკოზი სწორედ ამ „სინდრომის“ დამოკიდებულებიდან გამოქცევის სურვილით შეპყრობილი ევროპაა - ევროპა, რომელიც საკუთარი ნებით მიექანება რუსეთის სისხლსშემხმარი მტევნების დასაკოცნად.
Comments