top of page

სატევარი ბნელი ძალის ფერდში

საქართველოში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე საუბარი მუდმივად იყო. ცვლილება მხოლოდ თემის პერმანენტულობასა და სხვა და სხვა სიმწვავით დაყენებაში გახლდათ გამოხატული.

ზოგად ჭრილში, თუ ბოლო წლების აქტივობებს გავითვალისწინებთ, ეს იდეა აშშ-ის გადამდგარ გენერალს, ბენ ჰოჯესს ეკუთვნის.

მას მერე, რაც ამერიკის შერთებულმა შტატებმა თავდაცვის ახალი ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი წარადგინეს, საუბრებმა ახალი ძალით „იფეთქეს“ და ამას, მნიშვნელოვანწილად, ხელი შეუწყო ლევან იზორიას იმ განცხადებამ, რომლიც მან ატაშესთან განცობითი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უახლოეს დღეებში საქართველო აშშ-თან გააფორმებს სამწლიან სამხედრო შეთანხმებას.

მაშინ, მინისტ იზორიას სხვა არაფერი უთქვამს - არავითარი კონკრეტიკა, თუმცა ჰოჯესის იდეაც არავის დავიწყებია. დღეს კი, ამაზე წერს ყველა წამყვანი მედიასაშუალება და, მათ შორის, რუსულიც. რუსები გაიძახიან, აკი წლის ბოლოს იგეგმებოდა და ახლა აგვისტოაო. მართლაც, ლევან იზორიამ ამგვარი შეთანხმების შესახებ მაისში გაკეთებულ განცხადებაში (აქ) სწორედ ეს აღნიშნა - წლის ბოლოსათვის.

ზოგი სამხედრო ანალიტიკოსი მაშინვე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ საქმე დაუკავშირდებოდა უსაფრთხოების ერთობლივ პუნქტებს (Cooperative Security Locations — CSL). ეს მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით სრულად აღჭურვილი მინი-ბაზებია (LilyPad-Basing - ბაზა „ლილიას ფოთოლი“), სადაც, ჩვეულებრივ, აშშ-ის სამხედრო პერსონალი ან მინიმალურია, ან საერთოდ არ იმყოფება. მათი დანიშნულებაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად მოახდინონ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ლოგისტიკური და/ან დამრტყმელი ძალების გადასროლა და დაუყოვნებლივი ბაზირება.

მინდა გითხრათ, ეს ზოგადი მსჯელობა, მხოლოდ პირველი რეეაქციები იყო. დღეს კი რუსები განგაშით წერენ, რომ ამერიკა საქართველოში სამხედრო პლაცდარმს აწყობს. «Известия» კავკასიის საკითხთა ექსპერტის, არტურ ატაევის მოსაზრებას აქვეყნებს, სადაც ის აღნიშნავს:

მაგალითისთვის, მანევრებზე „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც ჯერ კიდევ 2017-2018 წწ.-ში, სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან 12კმ.-ში გაიმართა, მონაწილეთა ნახევარზე მეტი სწორედ ამერიკელი სამხედრო გახლდათ. სწავლებებს ამერიკული არმიის შტაბის მეთაური, მარკ მაილი და ბრიგადის გენერალი ტიმოთი დეგერტი, ამერიკული ძალების ევროპული წარმომადგნელობის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი ესწრებოდნენ და ასეთი რანგის ვიზიტორები, მხოლოდ ვაშინგტონისთვის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს“

მან იქვე დასძინა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო ურთიერთქმედების ფაქტორია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და, ასევე, ვაზიანში მიმდინარე მშენებლობა თანამედროვე ასაფრენი ბილიკისა, რომელიც ნებისმიერი ზომის საფრენი აპარატის გაფრენისა და მიღებას უზრუნველჰყოფას შეძლებს. დასასრულ, ატაევი ტიპიურ რუსულ ლექსიკას აფრქვევს, საქართველოს აშშ-ის მარიონეტად აცხადებს და აღნიშნავს, რომ ფორმალურად, შესაძლოა საქართველო ჯერ არ არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ ფაქტობრივად, ის უკვე NATO-შია. ადრეც აღნიშნულა: ყველაფერი, რაც ახლა ჩვენში და ჩვენს ირგვლივ ხდება, ამ დიდი პოლიტიკური თამაშის ცალკეული ეპიზოდებია. კრემლი აცნობიერებს, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა დაკარგოს არა მხოლოდ მისი „ქართული ოცნება“, არამედ გაცილებით დიდი რამ. ამიტომ ის და მისი აქაური ემისრები აღარც კი ცდილობენ ბნელი საქმეების შელამაზებას - უბერავენ ბნელადვე. იმის მკაფიო დასტურად, რომ ამ საკითხის ირგვლივ „ქართული ოცნება“ პრორუსულ მოტივებზე მღერის, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ჩათვლილი სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებაც კმარა, რომელიც მან ამ საკითის გამო ჯერ კიდევ მაისში, გააკეთა: მან ამერიკული ბაზის განთავსება დაუშვებლად ცნო. მიუხედავად ამისა, იზორია იმ დღესვე არ დაეთანხმა და აი, სულ რამდენიმე დღეში, რაღაც სამხედრო შეთანხმებას გავაფორმებთ. ძალიან მაინტერესებს, რას..



Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page