top of page

საქართველო ყეფს, ნავთობი მიდის

ნავთობზე მსოფლიო ფასის შეუქცევადი ვარდნა ბაზრის სრული ჩამოშლით დასრულდა. ფასი უკვე 49 აშშ $-ს ჩამოსცდა და ეს ერთბაშად 10%-იანი ვარდნაა. ისეთი საერთაშორისო მოთამაშეები, როგორიცაა, ვთქვათ, „ოპეკი“ ვეღარავითარ გავლენას ვერ ახდენს.

ree

ყველაფრის თავი და თავი ე. წ. ფიქლის ნავთობია, რომლის მოპოვებამ და ბაზარზე გამოტანამ, 2018 წელს ყველა რეკორდი მოხსნა. სწორედ ეს გახდა ის ძირითადი ფაქტორი, რამაც ნავთობზე ფასის ვარდნა და ეს რამდენიმეთვიანი რხევა გამოიწვია. პირველი რეაქცია ტრადიციული მოპოვების მკვეთრი შემცირება გახლდათ და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კორპორაციების ამ ნაბიჯმა, რაც ბაზარზე დეფიციტის ხელოვნურ შექმნას ითვალისწინებდა, იმოქმედა კიდეც ფასზე - მან ზრდა დაიწყო, თუმცა ეს მხოლოდ პაუზა აღმოჩნდა. აშშ-მა, რომელიც ფიქალის ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიას ფლობს, მოპოვების მასშტაბები გაზარდა და სტატუს ქვო აღდგა - ფასი კვლავ ვარდისკენ წავიდა. მგონი უკვე ყველამ გამოვთქვით გაოცება იმის გამო, რომ სანავთობო ბაზარზე ამჟამად შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში საწვავზე ფასის კლება არ შეინიშნებოდა. თითქოს ამ ბოლო ხანს კლება დაფიქსირდა, თუმცა გათვალისწინებით იმ ვარდნისა, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზეა, იგი უმნიშვნელოა.

„ბანკები და ფინანსები“-ს, ამ თემის ირგვლივ გამოქვეყნებულ წერილში, მოჰყავს იმპორტიორი კომპანია „სენტა“-ს დამფუძნებლის, ზაალ იაკობიძის სიტყვები:

„საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლების ტემპი ბოლო პერიოდში ფაქტობრივად არ შენელებულა. ველოდები, რომ რამდენიმე დღეში ადგილობრივი ბაზარი ამ ტენდენციას გაითვალისწინებს და ფასების კორექტირებას მოახდენს. 3-4 დღის წინ 540 დოლარი ღირდა 1 ტონა ბენზინი და დღეს 450 დოლარია.“ მისი თქმით, იმპორტიორი ქვეყნებისთვის ბაზარზე ამგვარი მკვეთრი ვარდნა კარგ შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის საქართველოსთვისაც, სადაც ეროვნული ვალუტა უკვე ახერხებს მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს კი ჰქმნის წინაპირობას, რათა წლის ბოლომდე თუ არა, 2019 წლის დასაწყისში საწვავზე ფასი მკვეთრად დაეცეს. გამოიწვევს თუ არა ეს სხვა სამომხმარებლო პროდუქტების ფათა კლებას, უცნობია, თუმცა ყველას გვაქხსოვ, რომ გაძვირება სწრედ საწვავის მაღლი ფასით მართლდებოდა.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page