სვიმონ დიდიდან, სალომე მდიდრამდე
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 29, 2018
- 2 min read
მოსკოვში ზეიმია!
1602 წელს, როდესაც მუხანათურად შეპყრობილი მეფე, სვიმონ პირველი დიდი ტანჯვითა და წამებით, ასაკით და ნადირის ცხოვრებით მაცხოვრებელი გვირგვინოსანი, სტამბულის საპყრობილეში მიიცვალა, ოსმალეთის იმპერიაში მანამდე გაუგონარი რამ მოხდა - არც რელიგიური დღესასწაული იყო და არც რამე მსგავსი, მაგრამ სულთანმა სამდღიანუ უქმე, ზარ-ზეიმი, ფარდაგთა შლა, ზარბაზანთა გრიალი, ფაკირთა და ჯამბაზთა აღლუმები და დროსტარება გამოაცხადა.

მოსკოვში ზეიმია!
საქართველოში, ეს ანბანური ჭეშმარტიტება უხსოვარი დროიდან იციან: კოკასა შიგან რაცა დგას, ისსავე გადმოდინდებისო. ასე რომ, ნურავინ დაელოდებით - რუსულ პოლიტიკას, ცვლილებების ფუნქცია მენიუში საერთოდ არ აქვს - მას მხოლოდ აქსელერატორი უყენია და, მოსალოდნელია, რომ კრემლი სიჩქარესა და სიმძლავრეებს სწორედ ახლა მოუმატებს. მაგრამ ეს ვერაფრით მოხდება წელს. უფრო ახალი წლიდან, ანუ მას მერე, რაც არგენტინაში G20-ის სამიტი ჩაივლის, „აზოვის კრიზისი“ მინავლდება (თუ მინავლდა) და საქართველოში ინაუგურაციაც ჩავლილი იქნება. ჩვენ ამ დროისთვის ყური და გულ-გონება უკვე ამოტენილი გვექნება ფრაზებით რუსეთთან შერიგების აუცილებლობის შესახებ.
მეგობრად გარდაქმნილი მტერი რომ არ არსებობს, ბევრმა იცის ჩვენზე მეტად თუ კონკრეტულად რუსული მტრობის „მეგობრულობაზე“ შაირებით, სახალხო მთქმელმა უნდა ჩამოიარიოს, რომ ჩავწვდეთ?
უკვე ვრცელდება სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრები სხვა და სხვა მომხმარებლის მიერ გაკეთებული სტატუსის ამსახველი ფოტოები, სადაც ლამის ზეიმია. თუმცა, მხოლოდ ფოტოები და არა თავად აქტიური ბმული. რაც, ცხადია, არ გვართმევს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პიროვნება მოვიძიოთ და კედელიც გადავუმოწმოთ, მაგრამ ამას, ათიდან, ალბათ, ერთიც ყოველთვის არ იზამს. ფაქტი ჯერ არც ზურაბიშვილის გამარჯვებაა და არც საქართველოს სახელმწიფოებრივი აღსასრული, მაგრამ არც ის გადაქცეულა მითად და ლეგენდად, რასაც კანდიდატ ზურაბშვილის გამო რუსული საინფორმაციო სივრცეებიდან ვისმენდით და რაც გახდა კიდეც, ალბათ, იმ განცხადებების საფუძველი (თუ კი მათ ადგილი მართლაც ჰქონდათ), რომელიც სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის მხრიდან ვრცელდება.
მოსკოვში ზეიმია!
1602 წელს, როდესაც მუხანათურად შეპყრობილი სვიმონ მეფე ტანჯვითა და წამებით, ასაკით და ნადირის ცხოვრებით მაცხოვრებელი გვირგვინოსანი, სტამბულის საპყრობილეში მიიცვალა, ოსმალეთის იმპერიაში მანამდე გაუგონარი რამ მოხდა - არც რელიგიური დღესასწაული იყო არც რაიმე მსგავსი, მაგრამ სულთანმა, სამდღიანუ უქმე, ზარ-ზეიმი, ფარდაგთა შლა, ზარბაზანთა გრიალი, ფაკირთა და ჯამბაზთა აღლუმები და დროსთარება გამოაცხადა.
Comentários