top of page

სტუმარი მტრისაა

Updated: Jun 19, 2019

„პრავასლავნიკებს“ თბილისში დიდი თავყრილობა აქვთ, ვიცით. სახელდებიან, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი არაკეთილისმოსურნენი, რომლებიც აღნიშნულ ღონიძიებას დაესწრებიან და მეტიც - იქნებიან საპატიო სტუმრებს შორის. ერთ-ერთი მათგანი სერგეი გავრილოვია - დუმის დეპუტატი, რომელიც უფრო ცნობილია თავისი შოვინისტური „ქადაგებებით“



მეტი თვალსაჩინოებისათვის, ამ სუბიექტის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას გთავაზობთ:

ამჟამად, სახელწმიფო დუმაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობს;

დუმაში ქრისტიანული ღირებულებების დაცვის კუთხით მომუშავე ფრაქციათა შორისი სადეპუტატო ჯგუფის კოორდინატორია;

არის „საერთომსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის“ კომიტეტის წევრი;

დაჯილდოვებულია რუსეთის საპატრიარქოს ჯილდოებითა და სიგელით (2016 წ.). ხელმძღვანელობს Межпарламентская Ассамблея Православия (МАП)-ს.

ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა. რუსეთი, მასში 1994 წლიდან გაწევრიანდა. დეკლარირებულად, ის მოწოდებულია სხვა და სხვა კულტურული ღირებულებების ქვეყნებში, გააერთიანოს და დაიცვას მარლმადიდებლები და ეს, პირველ რიგში ამ ქვეყნების იმ დეპუტატების საქმიანობის კოორდინაციას უკავშირდება, ვინც აღმსარებლობით მართლმადიდებელია. ამჟამად ორგანიზაციაში 20 ქვეყანაა გაწევრიანებული. თუ იმასაც დავამატებთ, რომ მანამდე ავიაქარხანაში და ათას სხვა უბედურებაში საეჭვო სტატუსით მუშაობდა და დუმაშიც, ზიუგანოვის პარტიიდან მოხვდა, შეიძლება თქვას, სუკ-ის დოსიეა. გემახსოვრებათ, ჯერ კიდევ 2013 წელს, ის კერძო ვიზიტით ჩამოვიდა თბილისში. მისი თქმით, ეს საფეხბურთო მატჩს უკავშირდებოდა, თუმცა, ამ „სტუმრობას“ მიხეილ სააკაშვილის უმწვავესი კომენტარი მოჰყვა. მისი თქმით, ამ ვიზიტმა ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას. რაზეც გავრილოვმა უპასუხა: „საქართველოს პრეზიდეტი არაადექვატური, მკაცრი და არასწორი იყო გულშემატკივრების და ჩემი მისამართით. ეს აფუჭებს კლიმატს ორი ერის ურთიერთობაში, რომელთაც აქვთ საუკუნოვანი გამოცდილება, საერთო რწმენა, საერთო ისტორია და კულტურა. იმედი მაქვს, რომ მომავალში აღარ განმეორდება“.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page