სხვა ფრონტი
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 15, 2018
- 1 min read
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე კიევშია. დღეს იქ საგანგებო შეკრებაა და უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალურობის მინიჭების საკითხიც, საფინალო სწორს შეადგება.
ეს ფრონტია და იმ „იქითა“ სანგარში, საკუთარი ბოღმის ქვაბში ჩახარშული რუსეთი ზის.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ რუსეთისთვის, ეს მისი სულიერების საკვანძო საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სრუტე, პორტი, ნახევარკუნძული და ქვეყანა, ვინაიდან სწორედ ესაა ის სვეტი, რომელზეც მისი ეს ე. წ. „მესამე რომი“-ს ამბცია დგას - ამბიცია, რომელიც იმთავითვე აგრესიულს ხდის, რადგან მოგონილია, არაფერზე დგას და მისი ამგვარი ხასიათის შესახებ საუბრების აღკვეთის აპრობირებული გზა, გარდა სხვა ეკლესიათა რუსუფიკაციისა, ჯაჯღანი და ცუდი ყოფაქცევაა. ახლა კი, ამ „მესამე“ რომს, ის „მეორე რომი“ (კონსტანტინეპოლი) სილის გასალაწუნებლად მიუვიდა და გააწნის კიდეც. იმედია, რიგი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზი არ გამართლდება და რუსეთი ამისგან რაღაც საბაბს არ შექმნის. ვთქავთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქმევდებარებაში მყოფი ტაძრებისა და მრევლის დაცვა - სავსებით ტრადიციული მოტივია, ქრესტომათიულიც.უკრაინის საზღვრებთან მიყენებული დივიზიები დასავლეთის მიმართულებით დაიძრებიან? ეს დასასრულია! ვინაიდან საკუთარ ცხიმში მოტივიტვე ევროპა, უკვე NATO-ს ალტერნატიული ძალების შემქნაზე ალაპარაკდა, ოღონც და აშშ-ის თამაშის მონაწილე არ იყოს. ამერიკამ უნდა ივარგოს, წესით, რადგან ლიდერის ამბიციაც აქვს და შეძლებაც, მაგრამ არც იქაა საქმე დალაგებულად.პუტინს აქვს ყველა საბაბი იქონიოს იმედი იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ფეხსაცმლიდან ამოხტება აღშფოთებისგან და სანამ ის ვიშ-ვიშს დაასრულებს...
მან ყველაფერი გერმანიაში ვითარების გამოცვლამდე უნდა მოასწროს
Comments