top of page

ტერეზას ენდნენ

ბრიტანეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებით, 325 პარლამენტარმა (306-ის წინააღმდეგ), ტერეზა მეის მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.

ნიშნავს ეს, რომ ჯერემი კორბინის გეგმები ჩაიშალა და ე წ. „ბრექსითი“ მეის პირობების შესაბამისად წარიმართება? ცხადია არა, რადგან მანამდე სწორედ ის გეგმა ჩავარდა, რომელიც ამ პროცედურებს ფორმაში აქცევდა. „კენჭისყრის შედეგები, ბოლო წლების ყევლაზე დიდი მარცხია, რაც ბრიტანეთის მთავრობას უწვნევია. პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის სავსებით ცხადი და მკაფიოა. პრემიერმინისტრი ცდილობს სიცოცხლე შთაბეროს მკვდრადშობილ იდეას. ეს შეთანხმება არ უნდა შედგეს!“ - განაცხადა მაშინ ლეიბორისთა ლიდერმა და მთავრობისადმი ნდობის საკითხიც, მან დააყენა. ტერეზას ენდნენ. როგორც ჩანს, ბრიტანელ კანონმდებლებს ევროკავშირთან შეთანხმების ახალი ვერსიოის განხილვა მოუწევთ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page