top of page

„ტრაკიგული“ ვითარება

დავიღუპეთ! „ალჯაზირა“-ს ტელესივრცეებში, საინფორმაციო ომს მეჩითოვთან ვაგებთ! კარგით რა, ხალხო, მოგცლიათ?

რა საინტერესოა, ვინ ელოდა ამ ბაცილისგან რაიმე სხვას?

რა საინტერესოა, ცვლის თუ არა ეს ვითარებას, თუ მხოლოდ ჩვენი ისედაც გავარვარებული მდგომარეობას ახურებს?..

გვარამია?

მისმა ძალიან ხელოვნურმა ბრაზმა უფრო აღგაშფოთათ თუ იმ ლექსიკამ, რომლის უხვად მოშველიებითაც, ის საკუთარი ემოციის „შეკმაზვას“ ცდილობდა.

არის ასეთი ხალხი.. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზრდასრულ ასაკსა და რაღაც სტატუსს მიაღწევენ, მათ ლექსიკაში მანამდე „თავზარდამცემი“, უცენზურო სიტყვების სიჭარბე შეინიშნება და ამით ისინი, ბიჭობისდროინდელ კომპლექსებს იამებენ.

არ ვიცი, განეკუთვნება თუ არა გვარამია ასეთთა რიცხვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს არა ერთხელ მოგვიბოდიშა, სინანულის აღმნიშვნელი ერთი სიტყვაც არ დასცდენია მის გვერდით მჯდომი ქალბატონის მისამართით და კვესიტაძეც, მორჩილად ისმენდა ამ გაწიწმატებას.

ეს თქვენთვისაც მეტყველია?

ცხადია, ლელა კაკულიამდე ბევრი მიკლია, მაგრამ დამიჯერეთ - ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს დილიდან, რაღაც მსგავსი დამხვდებოდა. ქარსელაძე რომ იქნებოდა, ეს ვერ ამოვიცანი, თორემ ვიღაც იმგვარი, ვინც საზოგადოების ერთ, მნიშვნელოვან ნაწილს არ ესიმპათიოურება, ძალიან მოსალოდნელი იყო.

არ დაგიმალავთ, ირმა სოხაძეს ველოდი. ასეა თუ ისე, გათვლა ამგვარია: თუ გვარამიას საქციელი დაგმე, ნინი ქარსელაძე ხარ. საბოლოო ჯამში, ჩემთვის, ვითარება უცვლელია: მეჩითოვი რაც ვიცოდი რომ იყო, ის აღმოჩნდა და არაფერი მოულოდნელი, მე მისგან არ მსმენია. და 9 აპრილთან, როგორც საეტაპო თარიღთან, მოვლენასთან და ფენომენთან მიმართებაში, მასსა და გვარამიას შორის, დიდ სხვაობებს ვერც მანამდე ვამჩნევდი და ახლაც ვერ ვამჩნევ.

აი, რა ვიცი.. ესაა ხალხი, რომელიც 9 აპრილის მონაპოვარს ვერ იყოფენ?

და ჩვენ სად ვართ ამდროს?


 
 
 

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page