ტრამპის განტოლება
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 22, 2018
- 1 min read
ამერიკაში დიდი ძვრებია - ძალთა ის განლაგება, რომელიც ამჟამად კონგრეშია, ტრამპს აიძულებს ყველაფერი ბრძოლით მოიპოვოს. ამჟამად არსებული „შათდაუნ“, რაც მთავრობის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს, მინიმუმ 2 იანვრამდე გასტანს. რა იქნება მერე? ტრამპი ბობოქრობს. ახლახანს ის ერაყში ბრძანდებოდა და ეპატაჟურმა განცხადებებმაც, არ დააყოვნეს.
მოკლედ, აშშ უარს ამბობს მსოფლიო პოლიციელის როლზე და აცხადებს, რომ აღარ აპირებს სისხლისღვრას სხვათა მაგივრად, თუ კი თავად არ ისინი გახლავან ბრძოლისა და მსხვერპლისთვის მზად
ერაყამდე ვიზიტს, წინ რამდენიმე მოულოდნელი გადაწყვეტილება უძღოდა. ჯერ სირიიდან ჯარების სასწრაფო გამოყვანის გადაწყვეტილებაით მიღებული შოკი არ განელებულიყო, რომ აშშ-ის ექსცენტრულმა ლიდერმა, ახალი განკარგულება გასცა - ტრამპმა „პენტგანოს“ 7.000 სამხედროს ავღანეთიდან გაყვანის დაწყება დაავალა.

ეს, ფაქტობრივად, ამჟამად ავღანეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძლების ნახევარია, ვინაიდან დღეს იქ 14.000-ზე ოდნავ მეტი ამერიკელია ბაზირებული. საგულისხმოა, რომ მოკავშირეებთან დაკავშირებით არაფერი ითქვა. ბრიტანული, გერმანული, ქართული და სხვა, დიდი თუ მცირე შენაერთებითვის როლი და ფუნქცია იზრდება? მეეჭვება ევროპულმა, მეტადრე კი გერმანულმა, სამხედრო ხელმძღვანელობამ იმაზე მეტი იკისროს, ვიდრე ამჟამად აქვს ნაკისრი. და არის თუ არა ამ ყველაფერთან კავშირში პუტინის მიერ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფრაზა, რომ აშშ-ს, ავღანეთიდან, ჯარები 2014 წელს უნდა გაეყვანაო. რას აკეთებს ტრამპი? ბრძოლიუნარიან ძალებს სახლში უყრის თავს? ან იქნებ, მანამდე შეჩერდნენ „შესასვენებლად“? და პუტინის ის ფრაზაც კომუფლირებული სიგნალია, ყველაფერი ვიცითო? შეთქმულების თეორია და კონსპირაციული წიაღსვლებისთვის კარგი „მასალაა“, თუმცა საქმე გასართობად ნაღდად არაა. ამერიკაში მიმდინარე ნებისმიერი ძვრები აისახება მთელს მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზეც.
コメント