top of page

ტრამპის „კონტრაბანდა“

ბუნებრივია ყველა ხვდებოდა - მიუხედავად იმისა, რომ შვიდეულის წევრთა უმეტესობა რუსეთის დაბრუნებას ნეგატიურად შეხვდა და თავიდანვე გაირკვა, რომ იქ პუტინს არავინ დაუძახებდა, ეს საკითხი უშუალოდ სამიტის მიმდინარეობის საერთო ფონში იქნებოდა. ცხადი გახლდათ ისიც, რომ ყველაზე მეტი შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ერგებოდა, რადგან შვიდიდან, მხოლოდ ის აღფრთოვანდა შესაძლებლობით, რომ „კარავში“ (ტრამპის სიტყვებია) პუტინიც ჰყოლოდათ.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სურს ტრამპს ასე ძლიერ, მილიონი ვერსია არსებობს. ფაქტი ერთია და ის სხვა ლიდერებმა მკაფიოდ აღნიშნეს: ვიდრე არ შეიცვლევა მდგომარეობა, რომელიც 2014 წელს G8-დან რუსეთის მიბრძანების მიზეზი გახდა, პუტინის „ვიგვამში“ შეყვანაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, სწორედ ეს გახლავთ უცხადესი დასტური იმისა, რომ, რომ პუტინის ყოფნა, როგორც ფაქტი ან გნებავთ, მოცემულობა, ვერ ახდენს გავლენას მის კრიმინალურ-იმპერიულ ამბიციებსა და მოქმედებებზე. და მაინც, რა შეიძლება ამოძრავებდეს ტრამპს? აკი მოგახსენეთ, მის ამ დამიკიდებულებაში ათასი რამ შეიძლება იდოს. გუშინდელი დღიდან ტრიალებს სპეკულაციები და კონსპიროლოგიური თეორიები, რომ ეს სულ ერთი დიდი თამაშია და პუტინს უბრალოდ მხოლოდ წარმოდგენებს უქმნიან, რომელიც რეალობისგან ისევე შორსაა, როგორც რუსეთი იმგვარი მახასიათებლებისგან, როგორიც აღნიშნულ სამიტზეა „გასავალში“ - მყარი დემოკრატია, ეკონომიკა.. რა უნდა ტრამპს? აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვინც მისი იდეა მოიწონა, იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე გახლდათ. კონტე მალე დატოვებს თანამდებობას და, ამდენად, დიდად არ გამკვირვებია.

სამიტის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო ვაშამზე, რომელიც XIX საუკუნის საზღვაო კურორტის ტერიტორიაზე გაიმართა, ამ ყველაფერს მცირე დაძაბულობაც გამოუწვევია - ამის შესახებ The Guardians იტყობინება. ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სირიის საკითებზე მსჯელობისას, რუსეთის ყოფნა აუცილებელია, რასაც გერმანია, კანადა, საფრანგეთი, ბრიტანეთი არ დაეთანხმნენ (იაპონიამ თავი შეიკავა) და აღნიშნეს, რომ სამიტი მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის მიმდევართა შეხვედრაა და ასეთად უნდა დარჩეს. ამერიკაშიც, ტრამპის შეხედულებასთან მიმართებაში, აზრები ორად გაიყო. ცხადია, ბარიკადების მეორე მხარეს „დემოკრატები“ ლიდერობენ, მაგრამ არც რესპუბლიკურ პარტიაზე ითქმის, რომ მათი ლიდერის აზრებს ყველა იზიარებს. ცხადია, ჩვენ შორს ვართ ტრამპისადმი ამერიკელთა დამოკიდებულების შესახებ სრული სურათისგან, მაგრამ ის კი ვიცით, რომ მისი გაპრეზიდენტება ბევრს თავიდანვე ძალიან, ძალიან არ მოეწონა.

ისე, ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა პუტინმა, ისე, სასხვათაშორისოდ, ახსენა G7|G8 სამიტი. ცხადია, ეს მაკრონისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა და მაშინ მან რაღაც ზოგადი და თითქოს დაუსრელებლი ფრაზებით დაიძვრინა თავი. მერე კი გვახსოვს, რომ საფრანგეთმა მკაფიო უარი განაცხადა. ისევე როგორც გერმანიამ, ბიტანეთმა.. და ერთადერთი, ვინც ეს იდეა აიტაცა და მსჯელობის საგნად აქცია, ტრამპი გახლდათ. სწორედ ეს იქცა ცნობილი კარიკატურისტის ინსპირაციად - იმას, თუ როგორ ცდილობს ტრამპი პუტინის სამიტზე შეთრევას, ელკინმა Deuche Welle-ს ფურცლებზე ორი კარიკატურა მიუძღვნა.

ერთგან, მან ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრის თემა გამოიყენა და აქ, ტრამპი რაპუნცელის როლშია.

მეორეგან კი, ტრამპი ცდილობს სახასიათო სილუეტის ჩემოდანი, უსაფრთხოების ჩარჩოში გაატაროს..

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა სწორედ გერმანული მედიის ერთ-ერთი ფლაგმანის ფურცლებზე.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page