უ-CHINA-მა-CHINA (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 23, 2019
- 3 min read
ეს ყველაფერი უკვე ხდება და ხდება ჩინურად - მშვიდად, აუღელვებლად, რუდუნებით, შეუქცევადად... და, ცხადია, ჩუმად. ზუსტად 150 წლის წინ რუსი მეცნიერის, დიმიტრი მენდელეევის თავში გაიხსნა და მან დაინახა კავშირი ქიმიურ ელემენტებს შორის.
„აქამდე, ქიმიური ელემენტები იყო როგორც ფრაგმენტები, ბუნების შემთხვევითი ფაქტები. პერიოდულობის კანონმა მოგვცა შესაძლებლობა ზოგიერთი ელემენტი შორი მანძილიდან აღგვექვა, რაც მანამდე, ქიმიური მხედველობისთვის მიუწვდომელი გახლდათ“ - ბრძანა მაშინ მეცნიერმა.
ერმაკის ლაშქრობამ, სულ სხვა ელფერი შეიძინა. მით უფრო, რომ მენდელეევმა ე. წ. ცარიელი ადგილებიც დატოვა და, როგორც შემდგომ დადასტურდა, არც თუ უმიზეზოდ და უმიზნოდ. პირიქით - გააზრებით, რაც ამ მეცნიერის სიდიადეს, კიდევ მეტ ბრწყინვალებას სძენს. დრომდე, ეს ლაშქრობა, ისე, საბაიბრუოდ რომ ვთქვათ, სამას კილომეტრში ერთხელ 5-6 იურტისგან შემდგარი დასახლებების ზარბაზნებით განადგურებას წარმოადგენდა. ის მხოლოდ ექსპანსიური, ანუ რუსულ ინსტიქტზე იყო დაფუძნებული და ყველა მცდელობა, რომ ეს გასაღებულიყო ამერიგო ვესპუჩობად, ან იგივე მიკლუხო-მაკლაობად, იმთავითვე ჩაფლავდა. რუსს, უბრალოდ, იქ ეგულებოდა სივრცე, ვინაიდან ყაენი სწორედ იქიდან მოვიდა. და ესეც, გაეშურა. მხოლოდ ამის მერე იყო ე. წ. ციმბირული ეპოპეები, გადასახლებები.. იაპონური ამბები, ტექნოლოგიური რევოლუციები და... და დიდი მაო, რუსი ჯუღაშვილის მოსაცდელში.

და ჰო, იყო კიდევ БАМ - Байкало-Амурская магистраль, რომელშიც მილიარდები ჩაიყარა და თითქოს ჩიხად იქცა, მაგრამ ახლა მას ახალი დატვირთვის შეძენა ელის. დღეს რუსეთის ლიდერი რუსი პუტინია, რომელიც ნამდვილად არაა იმ კალიბრის, რომ ჩინეთის ლიდერი ქალაქგარეთ განლაგებულ აგარაკზე აყურყუტოს და მეტიც - კარგად თუ არ მოიქცევა (ჩინეთისთვის კარგად), გენერალური მდივნის მოსაცდელში ლოდინსაც ვერ ეღირსება. მაგრამ ეს ჯერ პერსპექტივაა - როდესაც საქმე ჩინეთს და რუსეთს ეხება, ყველაფერია მოსალოდნელია - ყოველგვარი უტრირების გარეშე. მანამდე კი, ვოვა დამჯერეა და ეს კადრები ამას ნათლად ცხადჰყოფს. ციმბირი კონვეირულად და უმოწყალოდ იჩეხება და ალბათ რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს, სად მიემართება ნედლეული.
და, ცახდია, ეს ერთადერთი ლუკმა არაა, რომელსაც პეკინი არამც თუ ეპოტინება, არამედ მიირთმევს.ამ ყველაფრის დასაწყისი ქაოტური იყო - რუსეთს არამც თუ შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთში, არამედ ყველაგან სოციალური პრობლემები ჰქონდა და გაცხოველებით მიმდინარეობდა ყველაფერი ის, რაც ჩვენც გამოვიარეთ, თუმცა მასშტაბები, ბუნებრივია ასმაგად დიდი გახლდათ. ყველა თვლიდა, რომ აი, რუსეთი ახლა წელში გაიმართება და ეს ჩინური ექსპანსიაც რეგულაციებს დაექვემდებარება, მაგრამ აქაც, როგორც ყველგან ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ილუზიამ წამოიკიდა. აქ კარგად ჯდება ცნობილი რუსული გამოთქმა, რომლის მიხედვითც, ინდაური კი იმედოვნებდა, მაგრამ მაინც წვნიანში აღმოჩნდა.ეკონომიური ექსპანსია უკვე ლამის 30 წელია მიმდინარეობს. დღეს უკვე სახეზე გვაქვს ქალაქები, რომელშიც ყველაფერი ჩინურია. ყველა მაცხოვრებელი, დამოკიდებულია ჩინეთზე, რადგან მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ჩინურ კომპანიაში - ან რუსეთში, ან ჩინეთში... საბოლოო ჯამში, გახდება თუ არა რუსეთის აღმოსავლეთი ჩინური ტერიტორია, ან თავად მთელი რუსეთი იქცევა „ზეცისქვეშეთის“ კოლონიად, თუ როგორც იქნება, ფაქტია, რომ თუ კი პლანეტა მაინც და მაინც ორპოლუსიანი უნდა იყოს, ერთი მათგანი განლაგებული იქნება პეკინში და მხოლოდ პეკინში - მოსკოვი აღარც განიხილება. და აქ არაა საუბარი სამხედრო კომპონენტზე ან ამ ნიშნის სხვა „კუნთებზე“ - საქმეში ეკონომიკა ერთვება და იქ, სადაც ჩინეთის ეკონომიკაა, რუსეთი საეტალონო მაჩანჩალა გახლავთ და შანსი, მას არ აქვს. სხვათა შორის, ჩინეთი უკვე ზოგადსაკაცობრიო პრობლემაცაა და ამას ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედების დღიდან ვაკვირდებით. ფაქტობრივად, ჩინეთი, ესაა ქვეყანა, რომელიც, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ვალის „მენეჯერია“. მივყვეთ დეტალებს: 2013 წელს, ფინანსური კრიზისის კვლადაკვალ, საბანკო აქტივები, და შედეგად, ჩინეთის ვალდებულებები ასტრონომიულ 15 მლრდ.$-ს მიუახლოვდნენ. საბოლოო ჯამში აქტივების საერთო ღირებულებამ 24 მლრდ.$-ს გადააჭარბა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთის ფინანსური ბალანსმა, მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკის აქტივების საერთო მოცულობას 50%-ით გადააჭარბა. დღეს, უკვე აღარავინ მალავს და, მათ შორის, ძირითადი ცენტრალური ბანკებიც აღიარებენ, რომ ჩინური ვალის განუხრელი ზრდა, მსოფლიოს ფინანსური სტაბილურობის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამასწინად, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა მოხსენება, რომელიც ჩინური ვალის საკითხს მაქსიმალურად სრულ მიმოიხილავს.
თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე მონაცემს გაგაცნობთ:
2005 წლიდან წარმოქმნილი საერთაშორისო ვალების ნახევარი, ესაა ვალი ჩინეთში მსოფლიო დაკრედიტების საერთო მოცულობაში, ქვეყნის წილი 25%-ს უახლოვდება. ათი წლის წინ, ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლები იყო. ჩინეთში არაფინანსური დავალიანების მოცულობამ 2005 წელს $3 ტრლნ.-ს გადააჭარბა და $22 ტრლნ.-მდე ავიდა. ამავე პერიოდში, საბანკო სისტემების აქტივები გაექვსმაგდა და დღეს, მშპ-ს 300%-ს შეადგენს. მხოლოდ 2016 წელს, დაუფარავი ვალდებულებების მოცულობა $3 ტრლნ. გახლდათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზრდის ტემპი ორჯერ მაღალია, ვიდრე ნომინიმალური მშპ-ს
Comentarios