top of page

უბრალო დონალდი

პრეზიდენტი მოხარულია, რომ სრულად გამოქვეყნდება დასკვა, რომელიც პროკურორმა მილერმა შეადგინა და რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ტრაპი ბრალეული იყო - დაახლოებით ამგვარი რამ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა და „ალქაჯებზე ნადირობაც“ აქ დაიწყო.

პრესმდივანმა გამოთქვა წუხილი, რომ „დემოკრატები“ და პრესა, ორი წელი დაკავებული იყვნენ იმით, რომ ქვეყნის ლიდერი უცხო სახელმწიფოს გავლენის აგენტად გაესაღებინათ.

ეს ღალატის ტოლფასია. ამ ქვეყანაში ეს დანაშაული სიკვდილით ისჯება

განაცხადა სანდერსმა და ეს იყო მომდევნო ინტონაციების განმსაღვრელი ფრაზა. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნივნელოვანი რამ, თავად ტრამპმა, პირველივე კომენტარში ბრძანა - მისი თქმით, კარგი იქნება, თუ კი შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, ვინ იდგა ამ ყველაფრის მეორე მხარს.

ეს სირცხვილია, რომ თქვენი პრეზიდენტი, ჯერ კიდევ არჩევამდე გახდა ამგვარი სიბინძურეების მსვერპლი

განაცხადა მან და ფაქტობრივად, ეს უნდა გავიგოთ ასე: „მეორე მხარე“ მალე ავა ეშაფოტზე. დასკვის ტექსტის სრულად გამოქვეყნებას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ზოგიერთი ჩახედულის აზრით, დასკვა ტრამპს სრულად არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან. საბლოო ჯამში, ვისაც ეს ისტორია დასრულებული ჰგონია, ცდება - ყველაფერი ახლა იწყება.


 
 
 

Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page