უმჯობესი რუსეთი
- კოტე ნიშნიანიძე
- Feb 28, 2019
- 1 min read
დიახ, უმჯობესი და არა უკეთესი. ანუ, რუსეთისგან სიკეთეს არც უნდა ელოდო, თუმცა, რაღაც ვარიანტში, შესაძლოა, ის ჯობდეს სხვას. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ნემცოვის რუსეთი, ან იქნებოდა თუ არა ის საერთოდ, მაგრამ პუტინისას აჯობებდა, დანამდვილებით. ჰოდა, მოკლა.

საერთოდ, თუ დავაკვირებით, მსოფლიოს იმ ქალაქების რიცხვი, სადაც, პუტინის ბრძანების შემდეგ, ცხედრები რჩება, შეუქცევადად მზარდია. თუ ყველაფერი ჰააგაში არ გაგრძელდა და პუტინისა და მისი დამქაშების მსჯავრით არ დასრულდა, კაცობრიობა ყველაფრის ღირსია.
Comments