უნივერსალური იდეა
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 30, 2018
- 2 min read
ეს, პირველად არ მოხდა - შევეჩვიეთ: მედია ადრინდელი მონაცემებს აქვეყნებს და გვახსენებს, თუ ვინ რამდენი ხმა აიღო, მანამდე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ასეთ მონაცემებს, ამჯერადაც გვთავაზობენ.

რა გასაკვირია და საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 1991 წელს 5 მილიონს აღემატებოდა 1989 წლის აღწერით, შეადგენდა 5.400.800 მოქალაქეს. პრეზიდენტი გამსახურდია ერთპიროვნული ლიდერია - მან 2 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (2.565.362 ხმა - ამომრჩევლის 87.03%). მომდევნო არჩევნებისას, მოსახლეობის რაოდენობა იგივე, ან ნამატი რომ ყოფილიყო, სურათი, ცხადია, სხვა იქნებოდა, თუმცა უთუოდ მაჩვენებელთა მატების გამო, არა - ეგებ კლების გამოც.
მაგალითისთვის, შევარდნაძემ გამსახურდიაზე მილიონი ხმით (1.000.000 ხმა!) ნაკლები მიიღო (1.589.909 ხმა - ამომრჩევლის 74.04%), თუმცა იმ დროისათვის, საქრთველოდან მოსახლეობის გადინებას, იმდენად მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა, როგორც მომდევნო წლებში. აი, იმ დროისთვის კი, როდესაც ქვეყნიდან ხალხის გადინება სიმძლავრესა და სიჩქარეს უმატებდა, მომდევნო არჩევნებში, ედუარდ შევარდნაძემ მაჩვენებლი გააუმჯობესა და 1.870.311 ხმა მიიღო. მერე, დაიწყო ეს მიგრაცია და, უხეშად რომ ვთქვათ, სამმილიონიან საქართველოში, სააკაშვილმა ლამის ორი მილინი ხმა (1.890.793) მოიპოვა. მარგველაშვილმა მილიონზე ოდნავ მეტი (1.012.569 ხმა) ამომრჩევლის ნდობა მიიღო, მაგრამ ახლა, რამდენიც უნდა იძახოს, „მე, ნოშრევანს, ქალაქის სიამაყეს“-ო, ეს მისი მოზიდული ხმები არაა. ხოლო ზურაბიშვილმა, როგორც ჯერ-ჯერობით ცხადდება, აჩვენა მაჩვენებელი (არაოფიციალურად 1.147.627 ხმა), რომელიც, სამართლებრივად, წარმოადგენს რახიტსსულ წელში რომ გამართო, მაინც არის ნეგატიური ტენდენციის მაჩვენებელი და, ცხადია, აქ ინსტუტუტის სისუსტე ერთადერთი არა, რამაც როლი ითამაშა.
მაგრამ, მიუხედავად ამ სისუსტისა, ზურაბიშვილი ჯერ კიდევ შემოარტყმევინებს ივანიშვილს თავში ხელს. თუმცა არა იმ მიზეზით, რომელიც მარგველაშვილისეულია. რეალურად, ივანიშვილს ახლა თავი აქვს გადადებული, რომ როგორმე ზურაბიშვილს მილიონორასიანი მოგება დაუმტკიცოს. და თუ კი გამოუვიდა, მერე ელაპარაკოს ზურაბიშვილს მაღალ მატერიებზე... ჩიქორთულად. თქვენის ნებართვით, პირველ მონაცემებს მივუბრუნდები. ზვიად გამსახურდია მაშინ არა მხოლოდ მილიონების კუმირს, ერის საღათას ძილიდან გამომყვანსა და წინამძღოლს, არამედ მთელს საქართველოს განასახიერებდა - როგორც ერთ ბიოლოგიურ სხეულს, ერთ გონებრივ ნაყოფს, ერთ სულსა და გენს და ამდენად, ყველასთვის მისაღები, ერთგვარად უნივერსალური იდეა ჰქონდა, რომელზეც ყველა ვთანხმდებოდით. და თუ კი ვინმე ამას არ ეთანხმებოდა (რაც გამოჩნდა კიდეც) დრომდე, ის ამასთან დაკავშირებით კრინტსაც კი ვერ დაძრავდა. გამსახურდიას უნივერსალური იდეა, მონობის ბორკილთა მსხვრევა და ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება გახლდათ. განა მაშინ არ იყვნენ ჯაშუშები, ემისრები და გავლენის აგენტები? ჰმ, მაშინ იყვნენ თუ იყვნენ და გააკეთეს კიდეც ის, რასაც მათგან ელოდნენ.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ. თსუ-ს და სხვა უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტური მოძრაობაში გვაცნობეს, გამსახურდია საქარხნო რაიონის გასაფიცად მიდის და ძალები ჭირდებაო. საბოლოოდ, რამდენიმე ათასი მოქალაქე შეგროვდა. საწარმოთა პერსონალი გამოკეტილი ჰყავდათ და მხოლოდ ზოგიერთი თუ ახერხებდა, ცხაურებიანი ფაჯრებიდან მხარდაჭერის სიტყვების დაძახებას.
აი, საწარმოთა შესასვლელებში კი, იდგნენ უჩვეულოდ ძვირფასად გამოწყობილი, ძვირფასი ოდეკოლონით გაჟღენთილი და „ვოლგებიანი“ „მუშები“, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, არეულობა არ გვინდა, გვაცალეთ, ვიმუშავოთ და პროდუქცია შევქმნათ ხალხისთვისო. ისინიც ქართველები გახლდნენ და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, ქართველი ერისგან სრულიად განსხვევებული გეგემები ჰქონდათ. მაგრამ როდესაც იდეა უნივერსალურია, წინაღობები იოლად იმსხვრება. ადრეც მოგახსენეთ, ახლაც ვიტყვი და უახლოეს მომავალში, უფრო დეტალურად გაგაცნობთ, თუ რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით და ვიმსჯელოთ: ახალი ქართული სახელმწიფოს იდეა, საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმისთვის, რაც აი, გვაქვს კიდეც.
Comentarios